in

Dreamies-ის ბილბორდს კატები თავს დაესხნენ

კატები ყოველთვის ახერხებენ ყურადღების ცენტრში მოქცევას და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. ამჯერად ლონდონის ბილბორდებზე აძვრნენ და Dreamies-ის კამპანია ყველას თვალში მოახვედრეს. კატების 3D ქანდაკებები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ისინი Dreamies-ისკენ მიიწევენ, ასე კი მიგვანიშნებენ, თუ რამდენად სასურველია იგი…

BOG

კამპანია Ad Attack-ის სახელით გაგვაცნეს და ეს საქმე adam&eveDDB-ის შემოქმედებით სააგენტოს მიანდვეს. კატები 3D რენდერებით შექმნეს, შემდეგ კი მეტად ბუნებრივს რომ დამსგავსებოდა, ხელით მოხატეს. ბილბორდისკენ მიმავალი კატები კი ზუსტად ისე გამოიყურებიან, როგორც რეალური შინაური ცხოველები, რომლებიც სასუსნავის გახსნის ხმას გაიგებენ.

თუმცა, კამპანიას განსაკუთრებულს მხოლოდ ვიზუალი კი არა, არამედ მის მიღმა არსებული პერსონალობა ხდის. Dreamies-ის მშობელი კომპანია Mars-ის ბრენდის ხელმძღვანელი ჰალა სინოს მიხედვით, მიზანი იმის აღნიშვნა იყო, რაც კატებს სახალისოს ხდის: ჟინი, ჭკუა და სისწრაფე. 

სახალისო კამპანიის გარდა, იგი შემოქმედებით ინსაითსაც ავლენს, რომლის მიხედვითაც კატები ენთუზიაზმს არ აყალბებენ — თუ კედელზე რაღაცისთვის აცოცდებიან, ესე იგი, ეს რაღაც მნიშვნელოვანია. ამიტომაც აქცია adam&eveDDB-მ ახლა მათ სამიზნედ Dreamies-ის სასუსნავი.

 

როგორ მივიღოთ თანამდებობის ცვლილების გარეშე ის, რაც სამსახურში გვჭირდება

„როცა საქმე გიყვარს, შესაძლებლობები ნამდვილად უსაზღვროა და ამ პროცესში არ უნდა გაჩერდე!“ – ნათია ბანცაძე, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი