28
Feb
2019

„დრიმლენდ ოაზისს“ მარკეტინგის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

28 Feb 2019

მულტიფუნქციურ კომპლექსს “დრიმლენდ ოაზისი” ახალი მარკეტერი ჰყავს. “დრიმლენდ ოაზისის” გუნდს მეკო აბრამია შეუერთდა. ამ დრომდე, მეკო აბრამია “მეღვინეობა ხარებას” მარკეტინგს ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, პოზიციის ცვლილება ტურისტული სფეროს მიმართ ინტერესმა განაპირობა. რა გეგმები აქვს და როგორი გამოწვევების წინაშე დგას ახალგაზრდა მარკეტერი, მეკო აბრამიასგან მოვისმინეთ.

მეკო აბრამია: “ვფიქრობ, ყველას გვაქვს სასურველი სფეროების ჩამონათვალი სადაც ვიმუშავებდით, ჩემთვის ტურიზმის სფერო ამ ჩამონათვალშია. ღვინის ინდუსტრიაში მუშაობისას ნაწილობრივ ჩართული ვიყავი ტურიზმის მიმართულებით და ჩემი პატარა წვლილი შემქონდა ღვინის ტურიზმის განვითარებაში. საქართველოში ტურიზმი სწრაფად იზრდება და ვითარდება, ამასთან ერთად მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, როგორც სტუმარმასპინძლობის მიმართულებით, ასევე უძრავი ქონების  მიმართულებით. ჩვენთან ახალი ტენდენციაა, რომ ტურისტულ ზონაში შეძენილი უძრავი ქონება შესაძლებელია სტაბილური შემოსავლის წყაროდ იქცეს. ჩემთვის დიდი გამოწვევაა დრიმლენდ ოაზისში მუშაობა. დრიმლენდ ოაზისი ქმნის გარემოს, რომლის კონცეფციაც საქართველოს რეალობისთვის უჩვეულოა, აქ ბიზნესი და ესთეტიკა ერთ მთლიან კომპლექსს ქმნის. კომპანია განვითარებას საკუთარი ძალებით, ინვესტიციებით და გრძელვადიანი ინვესტორების დაინტერესებით ცდილობს. მნიშვნელოვანია ამ პროცესში მონაწილეობა, რომელიც მოიცავს არამხოლოდ ტურისტების მოზიდვას, არამედ ინვესტორების ჩვენი ქვეყნით დაინტერესებას. სამომავლოდ, საქართველოს მასშტაბით რამოდენიმე პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რომელიც ქვეყანაში ტურიზმის სფეროს განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და ტურისტულ ზონებში კიდევ უფრო მეტ ინვესტორს მოიზიდავს.”

განხილვა