ზღვისპირას მრავალფეროვან და სასიამოვნო დასვენებას არაფერი ჯობს. როდესაც ასეთ ადგილებს ვეძებთ, ჩვენი მოლოდინი მიმართულია იმისკენ, რომ ვიქნებით ახლოს ზღვასთან, დავისვენებთ კომფორტულ გარემოში და არაფერი შეგვიშლის ხელს ამ დღეების ლამაზად და სახალისოდ გატარებაში. ძიებისას ალბათ ბევრჯერ აღმოგვიჩენია, რომ ასეთი ადგილის პოვნა ყოველთვის ადვილი არ არის, რადგან აუცილებლად გამოჩნდება ხოლმე რაღაც, რაც დაგვაკლდა, რასაც ვისურვებდით, რომ ყოფილიყო გაერთიანებული ერთ სივრცეში და არ გვიწევდეს, დამატებით კიდევ სხვა ადგილების პოვნა. კომპლექსი, რომელზეც დღეს მოგიყვებით, ამ გამოწვევებს პასუხობს.
„დრიმლენდ ოაზისი” აჭარის ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტ, ჩაქვში მდებარეობს. ეს არის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც აერთიანებს აპარტამენტებს, სასტუმროსა და აპარტოტელებს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის და სტატიაში გაიგებთ, კიდევ რამდენი ობიექტით თუ მომსახურებით სარგებლობა შეუძლია აქ ჩასულ ადამიანს. დრიმლენდის ისტორია ჯერ კიდევ 2000-იანი წლებიდან იწყება, თუმცა ფართო საზოგადოებამ 2014 წელს გაიცნო. ის მიზნად ისახავდა ერთ დროს არსებული ჭაობის ნამდვილ ოაზისად ქცევას და ამ წლიდან მოყოლებული, ის კვლავ განაგრძობს განვითარებას. საბოლოო სახე კი 2024 წელს უნდა მიიღოს.

დრიმლენდის გუნდი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ საუკეთესო ხარისხი შექმნას, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს. ის ორიენტირებულია სერვისის დახვეწაზე, სრულყოფაზე და ამისთვის შესაბამის ხერხებს მიმართავს. მათ შორის თანამშრომლების დატრენინგებას გარკვეული პერიოდულობით და სხვა. ახლა კომპანიას სიახლე აქვს – ცოტა ხნის წინ მარკეტინგის გუნდს ახალი ხელმძღვანელი, ნინო ორაგველიძე შეუერთდა, რომელმაც უკვე არსებულ კონცეფციასა და სტრუქტურას, თავისი ხედვაც შეაშველა და მთელი გუნდი დიდი შემართებით მუშაობს მიმდინარე თუ სამომავლო პროექტებზე.
დეტალებზე და ზოგადად, დრიმლენდზე სასაუბროდ, თავად ნინო ორაგველიძეს, მარკეტინგის სამსახურის ახალ უფროსს დავუკავშირდით:
M: ნინო, მოგვიყევით „დრიმლენდ ოაზის ჩაქვის” შესახებ. რას მოიცავს, როგორც დასასვენებელი კომპლექსი, რითია გამორჩეული?
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Dreamland Oasis Chakvi ეს არის პირველი პრემიუმ კლასის დასასვენებელი და საცხოვრებელი კომპლექსი საქართველოში, რომლის უნიკალურობას განაპირობებს ადგილმდებარეობა – შავი ზღვის სანაპიროსა და მთებს შორის მოქცეული რეზორტი.
ეს არის დასვენებისთვის ყველაზე მასშტაბური ადგილი, რომელიც თავისი იდეით, ორიენტირებულია ყველა ასაკის დამსვენებელზე − როგორც პატარებზე, ასევე დიდებზე. ჩვენთან შეგიძლიათ დაგეგმოთ საქმიანი შეხვედრა ან მოიწყოთ თქვენი ოცნების არდადეგები.
M: რა შეთავაზებები აქვს „დრიმლენდ ოაზისს” დაინტერესებული პირებისთვის?
კომპლექსი 304 სხვადასხვა კატეგორიის სასტუმრო ოთახს აერთიანებს. ტერიტორია 13 000 კვ.მ-ზეა გაშენებული, სადაც უდიდესი ნაწილი უშუალოდ რეკრეაციულ ზონასა და გამწვანებას ეთმობა. აქ ყველაფერი დაგხვდებათ დაუვიწყარი დასვენებისა და გართობისთვის.
დრიმლენდ ოაზისში შეგიძლიათ დაისვენოთ, დაგეგმოთ საქმიანი შეხვედრა, კონფერენცია, კორპორატიული წვეულება, Teambuilding ან უბრალოდ ეწვიოთ ფოტოსესიისთვის და აღბეჭდოთ თქვენი ბედნიერი წუთები. ასევე, მომაჯადოვებელი ზღვის ხედის ფონზე, კომპლექსში შესაძლებელია ქორწილისა და ხელის მოწერის ცერემონიის მოწყობა. მოგეხსენებათ, ქვეყანაში არსებული კოვიდ ვითარებიდან გამომდინარე ყველა შეზღუდვა მოიხსნა და დრიმლენდის გუნდი მზად კიდევ მრავალ წყვილის ბედნიერება გაიზიაროს.
გარდა ამისა, კომპლექსში აღმოაჩენთ ზღაპრულ აკვაპარკს, ნახევარკილომეტრიან კეთილმოწყობილ სანაპიროს, ოთხ ღია საცურაო აუზს, რომელიც იდეალური ადგილია ზაფხულის მზიან დღეებში გასაგრილებად და გასართობად.

კომპლექსში ყველა ასაკის სტუმარი იპოვის სასურველ გასართობს – 3D, 7D და 9D კინოთეატრები, ბოულინგი, ბილიარდი, სათამაშო აპარატები, ტირი, საბავშვო კლუბები და პროფესიონალ ანიმატორთა ჯგუფი ემატება.
სპორტის მოყვარულებს კი, შეუძლიათ კვლავ განაგრძონ აქტიური ცხოვრების რიტმი ჩვენს სპორტულ მოედნებზე: ჩოგბურთის, მინი ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედანი.
M: როგორც ახალმა ხელმძღვანელმა, გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა და მიზნები „დრიმლენდზე”…
ჩემი და დრიმლენდის მთავარი მიზანია, ადამიანებს არჩევანის გაკეთებაში დავეხმაროთ, შეცდომის შიში შევუმციროთ, ყოველ წელს შევთავაზოთ სიახლეები და ახალი თავგადასავლები, დაუვიწყარი გავხადოთ ჩვენთან გატარებული დღეები. მათ გონებაში დავიკავოთ ყველაზე ჯადოსნური კომპლექსის ადგილი და ისე დავტვირთოთ აქ მიღებული ემოციებით, რომ ყოველ მომდევნო სეზონზე კვლავ არჩევანი შეაჩერონ დრიმლენდ ოაზისზე. წლებია ამ მისიის შესრულებისთვის იგეგმება გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები და დრიმლენდი, როგორც ბაზრის ლიდერი, იღებს პასუხისმგებლობას, იყოს ლიდერი კომპლექსი აჭარის რეგიონში.

ჩემი ძირითადი როლი ორგანიზაციისთვის სტრატეგიული მარკეტინგული მიმართულებების შემუშავება და განვითარება იქნება. მომსახურების შეფასება და სიახლეების დანერგვა. ასევე, არსებული სერვისების გაუმჯობესება და შექმნა ახალი პროდუქტების, რომელიც ზუსტად ის იქნება, რასაც ჩვენგან ელის მომხმარებელი. სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩემთვის სიახლეა საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორი, დაახლოებითი წარმოდგენა, თუ რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ, მაქვს, თუმცა არსებულ გუნდთან ერთად მუშაობა, მათი გამოცდილების გაზიარება და მეგობრული გარემო დამეხმარება, გავუმკლავდეთ ყველა წინაღობას. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო სიახლეები, გამოწვევები, მისია და პასუხისმგებლობა მელოდება, რომელსაც ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვეგებები.
M: ამ ეტაპზე რა მიმდინარე პროექტები გაქვთ?
კომპლექსი კვლავ განაგრძნობს განვითარებას. ჩვენს სტუმრებს ყოველ წელს სიახლეებითა და ახალი თავგადასავლებით ვხდებით. წელს შეემატა 2 ღია აუზი და ახალი რესტორანი. 2024 წელს დაგეგმილია სპა და ველნეს ცენტრის დასრულება, რომელიც იდეალური საშუალებაა განტვირთვისა და ყოველდღიური დაძაბული რიტმისგან დასვენებისათვის. ასევე მომდევნო წელს დაემატება 130მ სიგრძის ზღვაში შეჭრილი ღია საცურაო აუზი ზღვის წყლით, ასევე კვებისა და განთავსების საცხოვრებელი ობიექტები.

M: თქვენი აზრით, რა განაპირობებს კომპანიის წარმატებულ საქმიანობას?
ნებისმიერი კომპანიის წარმატებისთვის აუცილებელია განსაზღვRა, რა არის ჩვენი ნამდვილი მისია, გარდა გაყიდვების გაზრდისა და ფულადი ინტერესისა, მნიშვნელოვანია, რატომ შეიქმნა ბრენდი და რისი თქმა სურს. ვინ ვართ? რას ვაკეთებთ? და რატომ ვაკეთებთ? – პასუხი მარტივია, ორ სიტყვაში ეტევა და განსხვავებულობას ასხივებს – დრიმლენდ ოაზისი. იდენტობის ჩამოყალიბებით და კომუნიკაციაში გამოყენებით, მომხმარებლის გონებაში განსაკუთრებული ადგილს იკავებს.
ბრენდის ყოველი კომპონენტი: ვიზუალი, პროდუქტი, სერვისი, თანამშრომლები ერთ მიზანს ემსახურება – ჩვენს სტუმარს ან პოტენციურ სტუმარს გაუჩინოს ინტერესი, სურვილი ჯადოსნურ ადგილას დასვენების ან საქმიანი შეხვედრის დაგეგმვის.
ადამიანები ყიდულობენ ურთიერთობებს, ამბებსა და ჯადოსნობებს, რომლებსაც დრიმლენდ ოაზისში დასვენების დროს ვპირდებით.
M: საინტერესოა, რა სამომავლო გეგმები გაქვთ, რას უნდა ველოდოთ კიდევ „დრიმლენდ ოაზისისგან”?
ჩემი მთავარი გეგმაა, ღირსეული წვლილი შევიტანო კომპანიის განვითარებაში, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა და წარმატებაც გარდაუვალია. ძალიან ბევრი საინტერესო და სასიამოვნო სიახლე გვექნება. ვემზადებით ზაფხულში ახალი პროექტებისა და ობიექტების გასახსნელადაც. მჯერა, რომ თითოეული გადადგმული ნაბიჯი წარმატებას მოგვიტანს.
[R]










