ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა Stability AI-მ DreamStudio-ს ღია კოდის ვერსიის გაშვების შესახებ განაცხადა. ეს კი კომერციული ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დიზაინის ნაკრებია. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ DreamStudio ანიმაციური სტუდია უნდა ყოფილიყო, Disco Diffusion-ის ღია კოდის გენერაციული AI ხელოვნების მოდელისთვის. თუმცა Stable Diffusion-ის გამოსვლით ფოკუსმა მხოლოდ სურათების გენერირებაზე გადაინაცვლა და ის Midjourney-სა და NightCafe-ს კონკურენტების რიგებში დააყენა.
განსხვავებები StableStudio-სა და DreamStudio-ს შორის საკმაოდ მცირეა — პირველ მათგანს არ აქვს DreamStudio-ს მსგავსი ბრენდინგი ან სპეციფიკური ანგარიშის ფუნქციები, იქნება ეს ბილინგი თუ API მენეჯმენტი…
„StableStudio-ს გამოშვება კიდევ ერთხელ ადასტურებს Stability AI-ის ერთგულებას ღია კოდისა და გამჭვირვალობის მიმართ. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს იმის ნახვა, რასაც საზოგადოება შექმნის“, — აცხადებენ კომპანიაში.
განცხადება საკმაოდ კარგად ჟღერს, თუმცა კრიტიკოსებმა შეიძლება თქვან, რომ StableStudio DreamStudio-ს ღია კოდის საზოგადოებაში განვითარების მცდელობაა. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ Stability AI დიდი ზეწოლის ქვეშაა, რათა თავისი ძალისხმევა ანიმაციასა და გენერაციულ აუდიოზე გადაანაწილოს.
იმასაც აცხადებენ, რომ სტარტაპისთვის შემოსავლების მიღების პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და ეს Stability AI-ისთვის უკვე ეგზისტენციალური პრობლემაც კია. იგი უმეტესად AI მოდელების შესაქმნელად ღრუბლოვან წვდომას უზრუნველყოფს და საკუთარს არ ავითარებს…
თუმცა ეს რეალობა უკვე იცვლება. მათ ტექსტის გენერირების AI მოდელები გამოუშვეს, რომლებიც ისეთი სისტემების კვალდაკვალ მიდის, როგორებიცაა OpenAI-ის GPT-4 და ChatGPT. აპრილის დასაწყისში კი სტარტაპმა Stable Diffusion-ის ახალი ვერსია გამოუშვა — Stable Diffusion XL (SDXL)…