LetsGoDigital-მა დრეკადი iPhone-ის პირველი კონცეპტი გამოაქვეყნა. სმარტფონის ეს კონცეფცია ჯერ დამუშავების სტადიაზეა. როგორც ცნობილია, Apple-მა დასაკეცი სმარტფონის პატენტზე შეიტანა განცხადება. პატენტის განაცხადში მითითებული ესკიზების მიხედვით, დაინტერესებულმა გრაფიკოსმა დიზაინერებმა შეძლეს სმარტფონის სავარაუდო ვიზუალის აწყობა. ახალ iPhone-ში გათვალისწინებულია ნაწიბურები, რაც სმარტფონის ორივე მხარეს გადაკეცვის საშუალებას იძლევა.