in

დრესკოდების სკანდალური ისტორია

როგორც აღმოჩნდა, მოდის ისტორიაში დრესკოდებს საკმაოდ მრავალფეროვანი ისტორია აქვს… მაგალითად, 1950-იან წლებში კოლეჯის ადმინისტრატორი ქალები კამპუსის კაფეტერიაში შარვლის ჩაცმას ითხოვდნენ, 1990-იანი წლებში კი ოფისის მენეჯერებს პოლოს მაისურების აკრძალვა სურდათ… თუმცა ეს არაფერია შორტების პროტესტთან შედარებით:

უტვინო სტუდენტები ფეხებს იშიშვლებენ

1930 წლის შორტების პროტესტმა 600-ზე მეტი სტუდენტი Robinson Hall-ში, იმჟამინდელ კაცების კოლეჯში შეკრიბა. მათ არსებულ დრესკოდთან გამკლავება სურდათ, რომელიც კამპუსის შენობებში სავარჯიშო ტანსაცმლის ჩაცმას კრძალავდა… თუმცა საპროტესტო აქციაზე სტუდენტები კალათბურთის ფორმებით, სავარჯიშო შორტებითა და ახლად გადაჭრილი შარვლებით გამოცხადდნენ. ეს კი იმაზე მეტი იყო, ვიდრე კამპუსის წესები, ეს თავისუფლებასა და თვითგამოხატვას ეხებოდა. შესაბამისად, მედიაშიც დიდი ყურადღება დაიმსახურა. 

უნივერსიტეტმა ამ ამბების გამო ასეთი გზავნილიც კი მიიღო: საშუალო ამერიკელი სტუდენტი ყველაზე უტვინოა მსოფლიოში და რადგან არ აქვთ ტვინი იმისათვის, რომ ცნობილები გახდნენ, ისინი თავიანთ ფეხებს იყენებენ.

ქალების სხეულის რეგულირება

შორტების თამაშში შეერთება ქალებმაც გადაწყვიტეს, რომლებიც 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, თითქმის 30 წლის მანძილზე საჯარო სივრცეებში შორტის ჩაცმის გამო მწვავე დებატების საგანი ხდებოდნენ. სოციალური კრიტიკოსები, მოდის მწერლები თუ შეყვარებულები ცდილობდნენ, მათთვის პარამეტრები დაეწესებინათ, თუ როდის და სად შეიძლებოდა კონკრეტული სამოსის ჩაცმა.

შორტები საეკლესიო სივრცეებში აკრძალული იყო, მაგრამ არა — არაფორმალურ სოციალურ აქტივობებზე. კაფეტერიაში სადილობისას ვერ ჩაიცვამდით, მაგრამ ლანჩისთვის ნორმალური ამბავი იყო. 1930-იან წლებში ზოგიერთი ქვეყნის კლუბმა ქალებს ჩოგბურთის კორტებზე მოსაცმელების ჩაცმაც კი დაუწესა, რათა შორტები დაემალათ… 

შარვლიანი ქალები

წლების განმავლობაში კაბის ჩაცმაზე დაწერილი თუ დაუწერელი წესები ქალებს აიძულებდა, ფორმალურ სიტუაციებში შარვლის ჩაცმისგან თავი შეეკავებინათ. ეტიკეტის მწერლები შარვლის ჩაცმას კაცების ესთეტიკური გრძნობების შეურაცხყოფად მიიჩნევდნენ, რომელიც შესაფერისი იყო მხოლოდ ერთ სიტუაციაში, როცა მაგალითად ბუნებაში განტვირთვა მოუნდებოდათ… და მიუხედავად ამისა, ქალები მრავალ სიტუაციაში აგრძელებდნენ შარვლის ჩაცმას. 

1970 წლის San Francisco Chronicle-ში ვკითხულობთ, რომ რესტორნები შარვლიან ქალებს არ უშვებდნენ, შემდეგი განმარტებით: თუ ერთ შარვლიან ქალს დავუშვებთ, შემდეგ ყველასთვის თანხმობის მიცემა მოგვიწევს. ზოგიერთისთვის ეს მორალურად გაუმართლებელი, ზოგისთვისაც კი ეტიკეტის დარღვევა იყო. 

სულ ახლახან, როცა სენატორმა ჩაკ შამერმა ამერიკის სენატზე ჩაცმულობის კოდექსში ჰუდისა და სპორტული შორტების შეტანის იდეა გააჟღერა, ამანაც მწვავე რეაქცია გამოიწვია… მისი გადაწყვეტილების ირგვლივ არსებული კრიტიკაც ძალიან ჰგავს იმ ამბავს, როცა ქალმა პოლიტიკოსებმა შარვალ-კოსტიუმის ჩაცმა დაიწყეს — 1993 წელს კეროლ მოზლი-ბრაუნმა და ბარბარა მიკულსკიმ სენატის სხდომაზე შარვლები ჩაიცვეს. თუმცა მათი გათავისუფლების ნაცვლად მართა პოპმა, პირველმა სერჟანტმა ქალმა დრესკოდში შარვალ-კოსტიუმები შესაბამის საქმიან ჩაცმულობად შეიყვანა.

აშკარაა, რომ დღეს ჩვენი ჩაცმულობა და ცხოვრების სტილი უბრალოდ თვითგამოხატვას ემსახურება, აძლიერებს ჩვენი დამოუკიდებლობისა და ინდივიდუალიზმის შეგრძნებას… 

World Marketing Summit-ზე, რომელიც 6-7 ნოემბერს იმართება, საქართველოს წამყვანი სპეციალისტები წარადგენენ

,,ვაჭრობა-წარმოების ავტომატიზაცია’’ – ღონისძიება, რომელიც პროგრამა „ბალანსის” ორგანიზებით გაიმართება