in

დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის!

დრესაპ ჯგუფი ბათუმში 14 ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს, რაც დამატებით 150 -მდე სამუშაო ადგილის შექმნას გულისხმობს.

აჭარის რეგიონში, კერძოდ ბათუმში, 6 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი, გრანდ მოლი იხსნება. მოლში მომხმარებელს მათთვის კარგად ნაცნობი ბრენდების მაღაზიები და სხვადასხვა გასართობი თუ საკვები ობიექტები დახვდებათ — დრესაპ ჯგუფი კი აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში ახალ მაღაზიებს წარადგენს: Lacoste, Guess, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Gant, Levi’s, Lee & Wrangler, Jack & Jones, Etam, Samonite, FActory, Kid’s Gallery; ასევე, პირველად საქართველოში — Calvin Klein Underwear და G-Star Raw.

უკვე დიდი ხანია, ჯგუფი ბათუმშია წარმოდგენილი და ამჟამად მომხმარებელი 8 მაღაზიით იცნობს. აქ თავმოყრილია მულტიბრენდული მაღაზიები: Jeans Gallery, FActory, Kid’s Gallery და მონობრენდული მაღაზიები: Levi’s, Greyder — წლებია, აჭარაში მომხმარებელს საერთაშორისო ბრენდების უახლეს კოლექციებს სთავაზობს.

როგორც დრესაპ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, ლაშა მურვანიძე აცხადებს, აჭარის რეგიონში მნიშვნელოვანი გაფართოება, ერთი მხრივ, სწორედ ლოიალური მომხმარებლების დიდმა მოთხოვნამაც განაპირობა:

„ვფიქრობ, ასეთი სტანდარტის მოლის გახსნა უმნიშვნელოვანესი წინ გადაგმული ნაბიჯია რეგიონის განვითარებისთვის, როგორც ტურისტულ, ისე ეკონომიკურ ჭრილში.

მაღაზიების გახსნასთან ერთად, ჩვენთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ რეგიონში 150-მდე სამუშაო ადგილს ვქმნით.

აჭარელი მომხმარებელი უკვე კარგად გვიცნობს, რადგან საკმაო ხანია, ჯგუფის სხვადასხვა მაღაზიაში მათთვის საყვარელი ბრენდების კოლექციებს ვთავაზობთ. თავის დროზე ჩვენთვის სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო ბათუმში არსებული მაღაზიების წარდგენაც — ამიერიდან კი მომხმარებელს ჩვენგან ბრენდების გაზრდილი ასორტიმენტი ელოდება. მათი გამოხმაურება და ლოიალობა კი რეგიონში ჯგუფის მნიშვნელოვანი გაფართოების ერთ-ერთი წინაპირობა გახდა.

აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ პირველად საქართველოში, სწორედ ბათუმში იხსნება ისეთი საერთაშორისო ბრენდების მაღაზიები, როგორებიცაა: Calvin Klein Underwear და ასევე, ახლო მომავალში — G-Star Raw. სამომავლოდ მომხმარებელს კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ“.

აჭარასთან ერთად, დრესაპ ჯგუფმა, გასულ წელს დასავლეთ საქართველოს კიდევ ერთ ქალაქში, ზუგდიდშიც წარადგინა მულტიბრენდული მაღაზია, ჯინს გალერი. მრავალ დაგეგმილ სიახლესთან ერთად, მომავალ წელს ჯგუფს 30 წლის იუბილე უსრულდება და ერთგულ მომხმარებელს არაერთ საინტერესო სიურპრიზსაც უმზადებს.

დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი, გრანდ მოლი კი შ. ხიმშიაშვილის 29-ში, 6 ოქტომბერს გაიხსნება და ბრენდული მაღაზიებთან ერთად, კვების ობიექტებს, კინოთეატრს, ბოულინგს, ფიტნეს კლუბსა და ბავშვთა გასართობი ცენტრს გააერთიანებს.

[R]

ილუსტრაციები, რომლებშიც ადამიანების სიმშვიდე და მიმღებლობაა აღბეჭდილი

გარემო, სადაც შენი შესაძლებლობები უსაზღვროა – ნიკა სარალიშვილი, საქართველოს ბანკის Business Intelligence-ის გუნდის წევრი