როგორ გამოიყურება სტანდარტული შუასეზონური ფასდაკლება? ამ დროს კოლექციას, გარკვეული პროცენტულობით, ფასები აკლდება და მომხმარებელი სასურველ ნივთებს შეღავათიან ფასად ყიდულობს. თუმცა ის, რასაც Dressup.ge გთავაზობთ, უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფასდაკლება!
კომპანიამ თავის მომხმარებელს კვირეული მოუმზადა, რომელიც 24 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში, თითოეულ დღეზე შერჩეულ ერთ კონკრეტულ, ზაფხულის ყველაზე მოთხოვნად კატეგორიაზე დამატებით 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. აქ მთავარი ხიბლი ისაა, რომ ამ ეტაპზე კოლექციებზე ისედაც მიმდინარეობს შუასეზონური ფასდაკლებები. შესაბამისად, აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, უკვე ფასდაკლებულ პროდუქტს კიდევ ჩამოაკლდება აქციით გათვალისწინებული 30%.
dressup.ge საქართველოში ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და სხვადასხვა აქსესუარის ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა. კვლევის მიხედვით, ის საქართველოში არსებულ e-commerce პლატფორმების ტოპ სამეულის წევრია, ხოლო მოდის მიმართულებით პირველ ადგილს იკავებს. ის 100-ზე მეტი ბრენდის პროდუქციას აერთიანებს და ჯამში 30 000-მდე პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. მისი იდეა დაფუძნებულია ორიგინალური სტილის შექმნაზე, თავისუფალ არჩევანსა და მრავალფეროვნებაზე. აგრეთვე, ონლაინ მაღაზიის მიზანია, თავის თავში მოაქციოს მსოფლიოს ცნობილი ბრენდების ორიგინალი ნაწარმი და მომხმარებელს გაუმარტივოს მათი შეძენა პირდაპირ ვებგვერდის საშუალებით. ბრენდი ყოველდღიურად მუშაობს იმაზე, რომ მომხმარებელმა სასიამოვნო გამოცდილება მიიღოს მასთან ურთიერთობისას.
სწორედ მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით, კომპანია მათ სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა: საკურიერო მომსახურება, საქართველოს მასშტაბით უფასო ტრანსპორტირება და Express მიწოდება, რომლის დროსაც შეკვეთა სამ საათში მიდის ადრესატთან. კიდევ ერთი მომსახურება, რომელიც მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებსა და კომფორტზე, არის მოზომვის საშუალება. მაგალითად, თუ ადამიანმა გამოიწერა ნივთები და სურს მათი მოსინჯვა სახლში, კურიერი, რომელიც ადგილზე მიუტანს შეკვეთას, დაელოდება მას და თუ მომხმარებელს რამე არ მოერგება, შეუძლია ნივთი უკან გაატანოს.
ასე რომ, ისარგებლეთ შუასეზონური ფასდაკლებით და გამოცადეთ dressup.ge-ის სერვისები.
[R]