„დრესაპ ჯგუფი“ დასაქმების ახალ კამპანიას იწყებს და დაინტერესებულ პირებს, როგორც გამოცდილების გარეშე, ასევე — გამოცდილებით, ბაზარზე უკონკურენტო პირობებს სთავაზობს. დასაქმების კამპანიის მთავარი მიზანი ინდუსტრიაში ახალი სტანდარტების დაწესებაა.
„ვფიქრობთ, ამ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია შევქმნათ ჩვენს ინდუსტრიაში შრომითი პირობების ახალი სტანდარტი და როგორც ჩვენს თანამშრომლებს, ასევე, ჩვენთან დასაქმებით დაინტერესებულ პირებს შევთავაზოთ ბაზარზე უკონკურენტო პირობები და შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული, ჯანსაღი სამუშაო გარემო. მაგალითად, კონსულტანტის პოზიციაზე ჩვენს კომპანიაში საშუალო თვიური ანაზღაურება არის 1200-1400 ლარი. ამასთანავე, კომპანია მუდმივად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და 2022 წლის ბოლომდე დაახლოებით 100 ახალ სამუშაო ადგილს შევთავაზებთ დაინტერესებულ პირებს თბილისში“, — განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა მურვანიძემ.
კომპანია „დრესაპ ჯგუფი“ დასაქმების მსურველებს კონსულტანტის პოზიციაზე, თბილისის წამყვან სავაჭრო ცენტრებში სთავაზობს შემდეგ პირობებს:
- საშუალო ყოველთვიურ ხელფასს 1200-1400 ლარი;
- დასაქმების 3 თვის თავზე „დრესაპის“ 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათის გადაცემას;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს უმოკლეს ვადებში;
- მოქნილ სამუშაო გარემოს როგორც სრულ (კვირაში 5 დღე), ასევე, ნახევარ განაკვეთზე;
- სფეროს პროფესიონალების მიერ ჩატარებულ ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს;
- ჯანსაღ სამუშაო გარემოს, კორპორატიულ დაზღვევას და სხვა მრავალ სარგებელს;
ამასთან, კომპანიაში მოქმედებს რეკომენდაციის გაწევის პროექტი “რეკომენდატორი”, რომელიც თითოეულ თანამშრომელს აძლევს შესაძლებლობას მისი რეკომენდირებული კანდიდატის დასაქმების შემთხვევაში, მიიღოს დამატებითი ბონუსი.
„დრესაპ ჯგუფი“ 28 წელია ქართული ბაზარზე ოპერირებს და ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების სექტორში, მომხმარებელს მსოფლიოში აღიარებული ბრენდების კოლექციებს სთავაზობს, როგორებიცაა — Levi’s, Lacoste, Gant, Guess, Etam, Tommy Jeans, Lee, Wrangler, Samsonite, Vans და სხვა. ბრენდებთან მრავალწლიანი პარტნიორობის შედეგად, დღეისთვის, კომპანია მართავს 50-ზე მეტ მონობრენდულ და მულტიბრენდულ მაღაზიას თბილისში, ბათუმსა და რუსთავში. ასევე, კომპანია ავითარებს ელ-კომერციის მიმართულებას „Dressup.ge“-ის, რომელიც გამორჩეულ ონლაინ სამომხმარებლო გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს.
[პარტნიორის კონტენტი]