თბილისი აუთლეტ ვილიჯი, სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორებთან ერთად, ახალ ამბიციურ კონცეფციას ქმნის, რომელიც შოპინგის სრულიად ახალ განზომილებას აჩენს როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში. აუთლეტ მიმართულება დრესაპ ჯგუფის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. ბოლო წლების განმავლობაში კომპანია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, აძლიერებს სივრცეებს და ავითარებს შეთავაზებებს, რომლებიც მრავალფეროვან ბრენდულ გამოცდილებას ხელმისაწვდომს ხდის.
თბილისიდან მხოლოდ 30 წუთის დაშორებით, თბილისი აუთლეტ ვილიჯი წარმოადგენს 20 000 მ2-ზე გაშლილ სივრცეს გამორჩეული არქიტექტურითა და დიზაინით, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის ბრენდებს და 8 გასტრონომიულ კონცეფციას. თბილისი აუთლეტ ვილიჯში დრესაპ ჯგუფი პირველად იქნება წარმოდგენილი მონო ბრენდების აუთლეტით, რაც ნიშნავს, რომ მოსულ სტუმარს კოლექციებს ინდივიდუალური — მონო-ბრენდული სივრცეებით შესთავაზებს.

ნათია ჩიტაია, თბილისი აუთლეტ ვილიჯის დირექტორი:
„ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებელს, როგორც ადგილობრივს, ისე საერთაშორისო ვიზიტორებს, უნიკალური შოპინგ გამოცდილება შევთავაზოთ, ისეთივე, როგორიც არის, მაგალითად, ევროპაში, მსგავსი კონცეფციის აუთლეტებში. ამისთვის მჭიდროდ ვმუშაობთ პარტნიორ ბრენდებთან, რათა მათ სწორად დაინახონ ჩვენი მიზნები“.
თბილისი აუთლეტ ვილიჯის სივრცეში Dressup Group-ის პორტფოლიოში შემავალი მაღაზიების გამოჩენა ჯგუფისათვის აუთლეტ მიმართულების გაძლიერების სრულიად ახალი საფეხურია. დრესაპი სიხარულით უერთდება ახალ პროექტს და Tbilisi Outlet Village-ში 9 ბრენდული მაღაზიით იქნება წარმოდგენილი: Levi’s, Lacoste, Calvin Klein, Tommy Hilfiger, Jack & Jones, Lee & Wrangler, Samsonite, Guess, Kid’s Gallery და Jeans Gallery.
დრესაპ ჯგუფის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი, ნინო ჟვანია აღნიშნავს:
„Tbilisi Outlet Village ჩვენთვის არ არის უბრალოდ გაფართოების შესაძლებლობა — ესაა ნაბიჯი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებისკენ, რომლისკენაც უკვე დავიწყეთ საფუძვლის ჩაყრა. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ ამ ახალ სივრცეში ნაბიჯს, სხვა მაღაზიების პარალელურად, Levi’s-თან ერთადაც ვდგამთ — ბრენდთან, რომელმაც 1994 წელს ჩაუყარა საფუძველი Dressup-ის არსებობას. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ მომხმარებლისთვის საყვარელი ბრენდები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი ადამიანისთვის“.
თბილისი აუთლეტ ვილიჯში დრესაპის ბრენდული მაღაზიების სივრცეები თანამედროვე ვიზუალური კონცეფციებით იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული კი, თავის მხრივ, მაქსიმალურად კომფორტულ სავაჭრო გარემოს მოიაზრებს, როგორც ქალის, კაცის, ასევე, ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მოყვარულთათვის.
Dressup Group მომხმარებელს Tbilisi Outlet Village-ში, მრავალფეროვან არჩევანთან ერთად, მის ტრადიციულ შეთავაზებებსა და სხვა არაერთ სიახლესაც ჰპირდება.
თბილისი აუთლეტ ვილიჯი დანიშნულების ახალი ადგილი გახდება, კავკასიაში პირველი აუთლეტის სტილის, კულტურისა და ქართული სტუმარ-მასპინძლობის საოცარი ნაზავით, რომელიც სულ მალე სრულიად განსხვავებულ კონცეფციას შემოგთავაზებთ.
[R]











