in

Dressup Outlet – მასშტაბური სიახლე დრესაპ ჯგუფში!

„დრესაპ ჯგუფს“ 2024 წლის მიწურულს კიდევ ერთი საჩუქარი აქვს თქვენთვის, Dressup Outlet გაიხსნა! მასშტაბური ფასდაკლებები მასშტაბურ სივრცეში, სადაც მსოფლიო მოდაა თავმოყრილი!

Dressup Outlet სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ გაიხსნა – 1000 კვ.მ.-ზე მეტ სივრცეში 100-ზე მეტი წამყვანი ბრენდია გაერთიანებული, რომელთა პროდუქტის შეძენაც მუდმივი ფასდაკლებითაა შესაძლებელი: 𝗟𝗲𝘃𝗶’𝘀, 𝗪𝗿𝗮𝗻𝗴𝗹𝗲𝗿, 𝗟𝗲𝗲, 𝗟𝗮𝗰𝗼𝘀𝘁𝗲, 𝗚𝗔𝗡𝗧, 𝗖𝗮𝗹𝘃𝗶𝗻 𝗞𝗹𝗲𝗶𝗻, 𝗚𝘂𝗲𝘀𝘀, 𝗧𝗼𝗺𝗺𝘆 𝗛𝗶𝗹𝗳𝗶𝗴𝗲𝗿, 𝗩𝗮𝗻𝘀, 𝗖𝗼𝗻𝘃𝗲𝗿𝘀𝗲, 𝗔𝗱𝗶𝗱𝗮𝘀, 𝗔𝘀𝗶𝗰𝘀, 𝗕𝗶𝗿𝗸𝗲𝗻𝘀𝘁𝗼𝗰𝗸, 𝗘𝘁𝗮𝗺, 𝗠𝗮𝘃𝗶, 𝗝𝗮𝗰𝗸 & 𝗝𝗼𝗻𝗲𝘀, 𝗛𝘂𝗺𝗺𝗲𝗹, 𝗠𝗶𝗰𝗵𝗮𝗲𝗹 𝗞𝗼𝗿𝘀, 𝗘𝘀𝗽𝗿𝗶𝘁, 𝗠𝗼𝘀𝗰𝗵𝗶𝗻𝗼, 𝗣𝗲𝗿𝘀𝗽𝗲𝗰𝘁𝗶𝘃𝗲, 𝗦𝗲𝗹𝗲𝗰𝘁𝗲𝗱, 𝗩𝗲𝗿𝗼 𝗠𝗼𝗱𝗮, 𝗬.𝗔.𝗦., 𝗙𝗮𝗯𝗶, 𝗠𝗦𝗚𝗠 და სხვა.

ესაა იდეალური გადაწყვეტილება მათთვის, ვინც სტილსა და ფასდაკლებებს შორის ბალანსს ეძებს – მართლაც, ახალ აუთლეტ სივრცეში ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი!

დრესაპ აუთლეთი ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც, თავისი მასშტაბითა და კონცეფციით, ვფიქრობთ, ჩვენი როგორც არსებული, ასევე, ახალი მომხმარებლების მოწონებას დაიმსახურებს. ეს არის შესაძლებლობა მათთვის საყვარელი ბრენდების კოლექციები კომფორტულად და, რაც მთავარია, დიდი ფასდაკლებით შეიძინონ.

სამომავლოდ ჩვენს ჯგუფს საკმაოდ დიდი გეგმები აქვს და ერთგულ მომხმარებლებს მრავალი სიახლით გავანებივრებთ, როგორც აუთლეტის, ისე სხვა მიმართულებებით“, – განაცხადა დრესაპ ჯგუფის მულტიბრენდული მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანუკა ჭანტურიამ.

გამორჩეულია მაღაზიის კონცეფცია, რომელშიც როგორც ქალის, კაცისა და ბავშვის, აგრეთვე, პრემიუმბრენდების განყოფილებასაც ვხვდებით. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კოლექციები კი ზომების მიხედვითაა დალაგებული, რაც განსაკუთრებით სასიამოვნოსა და მარტივს ხდის შოპინგის პროცესს.

ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აუთლეტში მომხმარებელს არაერთი სიურპრიზი, სიახლე და მათზე მორგებული შეთავაზება ელოდებათ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ლოიალობის ბარათის მფლობელები კვლავ შეძლებენ ტრადიციული შეთავაზებებით სარგებლობას, ექსკლუზიური შეთავაზებები კი თითოეული მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

Dressup Group-ისთვის ინოვაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების შეთავაზება მუდამ პრიორიტეტია. ჯგუფმა უკვე მსოფლიოს მრავალი წამყვანი ბრენდი გააცნო ქართულ ბაზარს და არაერთი სახის შეთავაზება დანერგა სამომხმარებლო გამოცდილებაში. „დრესაპი“ მომავალში გვპირდება კიდევ უფრო მეტი კოლექციებით სივრცის გამრავალფეროვნებასა და მუდმივ განახლებებს, მათ შორის ახალი ბრენდების გამოჩენა და სხვა. ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ გაიხსნება დანიური ბრენდის, Vero Moda-ს, პირველი ბრენდული მაღაზია საქართველოში!

დრესაპის ახლად გახსნილი აუთლეთის მაღაზიას შეგიძლიათ, ს/ც ქარვასლაში, ცოტნე დადიანის 7 ნომერში ესტუმროთ.

[პარტნიორის კონტენტი]

CAT – ამბავი ორ ბიზნესმენზე, რომლებიც ტექნოლოგიურმა ინოვაციამ გააერთიანა

აი, როგორ მუშაობს AI არტისტი