რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც ორი დღე დარჩა. ჩემპიონატის ფარგლებში კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ თამაშს 9 სექტემბერს ავსტრალიასთან ჩაატარებს.
„მოახლოებულ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, Dressup.ge და საქართველოს რაგბის ფედერაცია პარტნიორები გახდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ოფიციალური მაისურების შეძენას ონლაინ, ექსკლუზიურად ჩვენს საიტზე შეძლებთ. ასევე, შესაძლებელია განვადების გაკეთებაც. *გახსოვდეთ, რომ მაისურები შეზღუდული რაოდენობით იყიდება და უნდა იჩქაროთ“, — აღნიშნავენ Dressup-ის წარმომადგენლები.
გარდა იმისა, რომ მაისურების ყიდვა ონლაინ, ექსკლუზიურად მხოლოდ Dressup.ge-ზეა შესაძლებელი, შენაძენს სრულიად უფასოდ, სამი დღის განმავლობაში სასურველ ლოკაციაზე მიიღებთ. თუმცა, თუ უფრო სწრაფად, რამდენიმე საათში გენდომებათ მათი მიღება, შეგიძლიათ Express მიწოდებით ისარგებლოთ და მაისური იმავე დღეს მიიღოთ.
პარტნიორობის ფარგლებში, ორი ტიპის, სათამაშო და საგულშემატკივრო მაისურები გაიყიდება.
სათამაშო მაისური არის ზუსტი ასლი იმისა, რაც მოთამაშეებს მინდორზე აცვიათ. შესაბამისად, ტანზე მომდგარი მოდელია, რომელიც კომფორტზე არ არის ორიენტირებული და შედარებით არაელასტიკური ნაჭრისგან მზადდება, რათა თამაშისას არ დაზიანდეს. თუმცა, თუ რაგბს თავადაც ხშირად თამაშობთ და მხოლოდ გულშემატკივრობით არ შემოიფარგლებით, სწორედ ეს მაისურები გამოგადგებათ.
რაც შეეხება საგულშემატკივრო მაისურს, ის არის სათამაშო მაისურის ანალოგი მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ უფრო მსუბუქი და კომფორტული მატერიისგანაა დამზადებული. მატერიასთან ერთად, მაიუსურის ფორმაც მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ყოველდღიურად გამოიყენოთ იგი. შესაბამისად, თუ რაგბის აქტიური გულშემატკივარი ხართ, მაგრამ თავად არ თამაშობთ, საგულშემატკივრო მაისური თქვენთვის იდეალური ვარიანტია.
მაშ ასე, მოემზადე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის Dressup.ge-სთან ერთად და უგულშემატკივრე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უფრო მეტი ემოციით!
[R]