სანამ ცნობილი ქართული კინო-ფილმის პასუხზე ფიქრობთ, თუ რა სარგებლობა მოაქვს მამალს, Quorn-ის აზრს შეგაგებებთ და გეტყვით – სარგებლიანობაზე ფიქრს მოეშვით, რადგან ის, ადამიანის საუკეთესო მეგობარია. ასეთ იდეას ატარებს უხორცო საკვები პროდუქტების მწარმოებელის Quorn-ის კამპანია, რომელმაც ქათმის ხორცი ქათმის ხორცის გარეშე შექმნა. მცენარეული პროდუქტით დამზადებულ ნაგეტსებს დრიუ ბერიმორი და მისი საუკეთესო მეგობარი ქათამი, სიამოვნებით შეექცევიან.
ცნობილი ამერიკელი მსახიობისა და სტანდარტულზე დიდი ზომის ქათმის მეგობრობის ისტორია Hungry Man Prodaction-ის ნამუშევარშია აღწერილი. რეჟისორმა დან ოფსალმა, Quorn-ის კამპანიისთვის 70-იანი წლების საშინაო ფილმის სტილი შეარჩია და მეგობრული სცენების კლასიკური ესთეტიკა გააცოცხლა. კონცეფციის ძირითადი სათქმელი მკაფიოდაა გამოხატული სიუჟეტის დასასრულს გამოსახულ სლოგანში – ქათამი ხორცის გარეშე, რადგან თქვენ არ მიირთმევთ საუკეთესო მეგობარს!