in

Dribbble-ის პირველი შეხვედრა საქართველოში UI/UX დიზაინერებისთვის

პირველად საქართველოში, 26 ოქტომბერს, თბილისში, ოფიციალური Dribbble-ის მხარდაჭერით, UI/UX დიზაინერების პირველი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოს ბანკის UX დიზაინერი, ბაჩო ბარნაბიშვილია.

bog
bog-mob

დრიბლის რამდენიმე დღის წინ მიღებული დასტურის შემდეგ, მაქვს პატივი ოფიციალურად წარმოგიდგინოთ ჩვენს ქვეყანაში პირველი  შეხვედრა, – ვკითხულობთ მის ფეისბუკგვერდზე.

შეხვედრაზე ქართველი დიზაინერები იქნებიან სტუმრად, რომლებიც პრეზენტაციისა თუ პანელდისკუსიის ფარგლებში, აუდიტორიას გაუზიარებენ, როგორ დაიწყეს კარიერა „დრიბლზე“, როგორ გახდნენ ცნობადები და საერთოდ, რატომ გამოადგათ ამ პლატფორმაზე ყოფნა. 

სპიკერები:

გიგა თამარაშვილი (dribbble.com/Tamarashvili);
გიორგი გელბახიანი (dribbble.com/Stugbear)
თოკა მამრიკიშვილი (dribbble.com/tamashi)
ათუკა ქელბახიანი (dribbble.com/Atukka)
ზურა ჭავჭანიძე (dribbble.com/chavchuki)
ლევან ამბოკაძე (dribbble.com/Amboka)

Dribbble არის ვებ დიზაინერების, გრაფიკული დიზაინერების, ილუსტრატორების, აიქონ არტისტების, ტიფოგრაფების, ლოგოს დიზაინერებისა და სხვ. კომუნა, სადაც მათ საშუალება აქვთ, გააზიარონ თავიანთი ნამუშევრების, მიმდინარე პროექტებისა თუ სამუშაო პროცესის სკრინშოტები.

Dribble დაარსდა 2009 წელს, როგორც დამხმარე პროექტი, თუმცა, ახლა არის პატარა, შემოსავლიანი კომპანია, რომელიც მსოფლიოს ტალანტებს დიზაინში ეხმარება, გააზიარონ თავიანთი შემოქმედება და დასაქმდნენ. პლატფორმა გახდა მთელს მსოფლიოში არსებული დიზაინერების აღმოჩენისა და ერთმანეთთან დაკავშირების რესურსი.

“ერთი დესერტი სამი კოვზით” და ქართული გურმანული პლატფორმა Food4.ge

როგორ მოხვდა აკაკი რაზმაძის შრიფტი iOS 13-ისა და Android 10.0-ის ოპერაციულ სისტემებში