6 ივნისი, 15:00 საათზე, საქართველოში, მესამედ ჩატარდება Red Bull Car Park Drift. ადგილობრივი შესარჩევი ტურნირის გამარჯვებულს „დრიფტის მეფის“ ტიტული და 2021 წელს ჩემპიონატის მსოფლიო ფინალში მონაწილეობა ერგება.
Red Bull Car Park Drift-ს განსხვავებული ფორმატი აქვს. მონაწილეებს საკუთარი უნარებისა და მართვის ტექნიკის გამოსავლენად სხვადასხვა დავალების შესრულება უწევთ. მათთვის წინასწარ ცნობილია ელემენტები, თუმცა ტრეკის მონახაზი შესარჩევის დღემდე საიდუმლოდ რჩება.
დრიფტის ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე სრულწლოვან, პროფესიონალ და მოყვარულ დრიფტერებს, რომლებიც ფლობენ მართვის მოწმობას ან ავტოფედერაციის მიერ გაცემულ ლიცენზიას.
Red Bull Car Park Drift, პირველად, საქართველოში 2019 წელს ჩატარდა. შესარჩევი ტურნირი გაიმართა იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე. დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა ვახტანგ ხურციძემ, რომელიც იმავე წელს, მსოფლიო ფინალზე მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
2020 წელს საქართველოს შესარჩევი ტურნირი რუსთავის საერთაშორისო ავტოსადგომზე ჩატარდა. გაიმარჯვა ნოდო კოდუამ, რომელმაც ქულათა უპირატესობით აჯობა თავის მასწავლებელ მევლუდ მელაძეს. მესამე ადგილი ერგო დავით ნუცუბიძეს. ნოდო კოდუა, 2021 წელს, მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას
Red Bull Car Park Drift-ის გამარჯვებულის ფინალზე გამგზავრების ხარჯებს კომპანია „რედ ბული“ ფარავს.
ქართული ავტოსპორტის და ღონისძიების მხარდამჭერია Myauto.ge და შეჯიბრთან ერთად, ტრადიციულად უფრო ახლოდან გაგაცნობთ მრბოლელებსა და კულისებში მიმდინარე მოვლენებს.
შეჯიბრება ტარდება Covid 19-ის რეგულაციების სრული დაცვით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღონისძიების Facebook გვერდსა და კომპანია Red Bull-ის ვებგვერდს.
[R]














