in ,

არ გა-Maz(d)-ოთ! დრიფტით შექმნილი ელექტრონული მუსიკა და დიდი ინტრიგა Mazda-სგან

სამი, ორი, ერთნახევარი, ერთი… მოემზადეთ! ფესტივალ Tomorrowland-ისთვის მზადება საკმაოდ უცნაურად დაიწყო. Mazda-მ თავისი ახალი მოდელ MX-5-ით უცნაური მუსიკალური ექსპერიმენტი ჩაატარა.

ფესტივალის ერთ–ერთი გამორჩეული DJ LICIOUS–ი და დრიფტის ცნობილი ექსპერტი იან ვოუტერსი გთავაზობთ სრულიად წარმოუდგენელ მუსიკას. Mazda-ს ინიციატივით, დამზადდა სპეციალურად აღჭურვილი ტრასა, რომელიც ვინილის ფირფიტას ჰგავს და ავტომობილის მოძრაობისას სხვადასხვანაირ ხმებს უშვებს. რაც უფრო სწორად შემოხაზავს მანქანა წრეს, მით უფრო სუფთა და სწორი გამოვა მელოდია. საბოლოო ჯამში კი შეიქმნება განსაკუთრებული და ყველასგან განსხვავებული ტრეკი ფესტივალისთვის.

 

 

Mazda-ს, დრიფტის და რა თქმა უნდა, ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს  გირჩევთ, არ გამოტოვოთ ფესტივალი Tomorrowland,  თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უცნაური ექსპერიმენტის საინტერესო შედეგი მოისმინოთ.

მაკოლეი კალკინი, ორ სურიკატთან ერთად, სადაზღვევო კომპანიის მხიარულ რეკლამაში

სპრინტერი იაგუარი და ნიანგების სინქრონული ცურვა – რიოს ოლიმპიადისთვის შექმნილი გენიალური ანიმაცია BBC Sport-სგან