in

„დალიე და ამოისუნთქე“ — Starbucks გვიმხელს, როგორ გავექცეთ ახალი წლის სამზადისს

ახალი წელი ახლოვდება და საქმეებიც, რომლებიც დღესასწაულის დადგომამდე უნდა მოასწროთ. საყიდლების სია უნდა ჩამოწეროთ და შემდეგ სუპერმარკეტს ესტუმროთ, თან სამსახურშიც უნდა იაროთ, დეკორაციაც მოიფიქროთ… და ასე უსასრულოდ. Starbucks-ს კი სურს, მომხმარებლები ამოასუნთქოს და ამას, რაღა თქმა უნდა, ფინჯანი ყავით ახერხებს. თუმცა მანამდე წინასაახალწლო ქაოსში გვამოგზაურებს და ამ დროს 3D კადრების, ანიმაციებისა და 2D პერსონაჟების შერწყმაც მშვენივრად გამოსდის:

M2

სადღესასწაულო ციებ-ცხელების ფონზე, Starbucks-ს შეუძლია სიმშვიდე შემოგთავაზოთ, ანუ ის, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ. Drink In, Breathe Out ქაოსის ფონზე სიმშვიდის მომენტების არსებობას უწყობს ხელს. გვინდა, ადამიანებს შევახსენოთ, რომ ჩვენ ვართ ყავის სახლი, რომელშიც მათ შეუძლიათ, შეჩერდნენ და გააზიარონ მნიშვნელოვანი მომენტები როგორც საყვარელ ადამიანებთან, ისე საკუთარ თავთან, — აცხადებს მიშელ ლინი, Starbucks-ის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი.

კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო TBWA\London-მა იმუშავა.

არ მოატყუო ზამთარი – მოამზადე ავტომობილი „თეგეტა მოტორსის“ რჩევებით

რა ტრენდებს ელიან 2025 წლისთვის დიზაინერები