19
Aug
2019

„შხაპის ლუდი“ ხომ არ გესიამოვნებათ?

19 Aug 2019

Elit Electronics
Elit Electronics


 

„თუ შხაპის მიღების დროს წყლის რაღაც რაოდენობა თქვენს პირში მაინც ხვდება, რატომ არ უნდა იყოს ეს სითხე, მაგალითად, Coors Light-ის ლუდი“?

ჩიკაგოში შექმნილმა ლუდის გიგანტურმა კომპანიამ ახალი კამპანია “Made to Chill” – „შექმნილი სიამოვნებისთვის“ ჩაუშვა.

ვიდეორგოლის კონცეფცია არაა გავრცელებულ, ნაცად შინაარსსა და ვიზუალურ ეფექტებზე დაყრდნობით აგებული: თოვლიანი მწვერვალები, მთის ნაკადები, ლუდის გახსნის ხმა და დალევის შემდგომი სიამოვნების გამომხატველი ემოცია…

ამის ნაცვლად, სააგენტო Leo Burnett-მა გამოსავალი ასე იპოვა: ახალგაზრდა მამაკაცი შხაპის მიღების დროს ცეკვავს და მოქნილ მოძრაობებს, ლუდსაც სიამოვნებით აყოლებს.

„სპეციალურად შხაპის დროს მისართმევი ლუდი“, – ვკითხულობთ ვიდეორგოლის ბოლოს.

სააგენტო: Leo Burnett Chicago
კამპანია: Made to Chill
დამკვეთი: Coors Brewing Company
ბრენდი:  Coors Light

განხილვა