in

მალე ჩინეთში რობოტაქსი მძღოლის გარეშე ივლის!

ჩინეთში დიდი ამბები ხდება… მათ უკვე შეუძლიათ, ორ მთავარ ქალაქში ტექნოლოგიური გიგანტის Baidu-ს ავტონომიური მანქანა მძღოლის გარეშე მართონ.

ხელოვნური ინტელექტის კომპანიამ საბოლოოდ მოიპოვა ნებართვა, რომ Apollo Go-ს ავტონომიური ფლოტის მანქანების შეზღუდული რაოდენობა ქალაქ უჰანსა და ჩუნცინში გაეშვა. როგორც ამბობენ, დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე კომპანია ჯერ მხოლოდ 5 მანქანას ამუშავებს.

ამასთან, Jidu Auto, Baidu-ს რობოტი სატრანსპორტო მხარი, ავითარებს ტექნოლოგიებს, რომლებმაც, სავარაუდოდ, Tesla-ს შესაძლებლობებსაც უნდა გადაუსწროს. ეს კი ნამდვილად თამამი განცხადებაა.

ჩვენ ჭკვიანი მანქანები ასე გვესმის: ელექტრულად ყოფნა ნახევარფინალია, ინტელექტუალობა კი ფინალი, — აცხადებს რობინ ლი, Baidu-ს აღმასრულებელი დირექტორი. 

Jidu-მ ჯერ კიდევ ივნისში სახელურების არმქონე რობომანქანის კონცეფცია გვაჩვენა, ახლა კი Lidar-ისა და 12 კამერის დამატებას გეგმავს. საინტერესოა ისიც, რომ ტესლა ამ ტექნოლოგიას არ იყენებს, რადგან ილონ მასკი ამას სისულელედ მიიიჩნევს…

8 გზა, რომლითაც CRM პროგრამული უზრუნველყოფა დაგეხმარებათ ბიზნესის ხარჯების შემცირებაში

5 პლატფორმა, Landing Page-ის ასაწყობად