16
Jan
2018

მძღოლი, რომელიც სხვების დედობის უფლებაზე ზრუნავს – Uber-ის სევდიანი ვიდეორგოლი

16 Jan 2018

Elit Electronics
Elit Electronics


Uber-ს საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით კი იმ წინდაუხედავი მძღოლებისთვის, რომლებიც ავტომობილის მართვას ნასვამ მდგომარეობაშიც კი არ ერიდებიან, საკმაოდ ემოციური ისტორია აქვს. სააგენტო Zulu Alpha Kilo-ს მიერ მომზადებული ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი, Uber-ის ერთ-ერთ მძღოლს შელის გვაცნობს, რომლის უფროსი შვილის სიცოცხლეც სწორედ ნასვამი მძღოლის გამო მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. მას შემდეგ, შელიმ გადაწყვიტა სხვა დედების სიმშვიდესა და მათი შვილების უსაფრთხოებაზე ეზრუნა, ამიტომაც Uber-ის მძღოლად დაიწყო მუშაობა.

 

განხილვა