Burger King UK-მა საშობაოდ ცოტა ცინიკური კამპანიის წარმოება განიზრახა, რომელიც სანტა კლაუსსა და საახალწლო სიმღერებს აერთიანებს. პირველ შემთხვევაში ვხედავთ, როგორ მიირთმევს სანტა ბრენდის საკულტო კერძს — თან ამ ჯადოსნურ წარმოდგენებთან დაკავშირებულ ბევრ დეტალს შეიცავს, რაც ზღაპრული სამყაროს ელფერს ქმნის.
რაც შეეხება ვიდეორგოლს, Burger King UK-მა საკულტო სიმღერა Driving Home ეფექტურად გარდაქმნა და საკუთარ ბრენდს მოარგო — Driving (Thru The) Home (Of The Whopper) For Christmas. აქ ჯიპიესის სანავიგაციო სისტემები სმარტფონებიდან მღერიან, რათა მომხმარებლებს სწრაფი კვების ობიექტებამდე მისასვლელი გზა მიასწავლონ…
კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო BBH-მ იმუშავა, რომელსაც სურდა, ტრადიციული საშობაო რეკლამის პროგნოზირებადი ტროპებიდან გამოსულიყო.