in

3 თვეში 3 ახალი ფილიალი – გაიგეთ, სად შეგიძლიათ ეწვიოთ Dro Fresh Bar-ებს თბილისში

Dro Fresh Barმა 3 თვეში 3 ახალი ფილიალი გახსნა, ჯანსაღი კვების კონცეფციის ბარები ვაკეში, საბურთალოზე, დიღომსა და ისანშია წარმოდგენილი. Dro Fresh Bar საქართველოში 1 წლის წინ გამოჩნდა, ჯანსაღი კვების კონცეფციით პირველად ბარი ვაკეში, აბაშიძის 46 ნომერში გაიხსნა, სადაც მომხმარებელს საუზმეების, ლანჩების და ვახშმის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობდა.

2023 წლის ნოემბერში მეორე Fresh Bar საბურთალოზე, შემდგომ დიღომში და ბოლოს ისანში გაიხსნა.

კომპანიის განვითარბის გეგმის დიდი ნაწილი Cloud Kitchen, ე.წ ღრუბლოვანი სამზარეულოს პრინციპითაა წარმოდგენილი.

მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის კომფორტული გამოძახების სერვისია, სწორედ ამიტომ, თბილისის უბნების დიდ ნაწილს სწორედ Cloud Kitchen-ით დავფარავთ, ადგილზე ვიზიტი კი სულ რამდენიმე ფილიალში იქნება შესაძლებელი.

გიორგი ვადაჭკორია Dro-ს დამფუძნებელი:ჩვენი მთავარი პრინციპი ჯანსაღ ცხოვრებას ეფუძნება, გუნდს კი 7 წლიანი გამოცდილება აქვს ინდუსტრიაში, ჩვენი პირველი კომპანია ბისიეი იყო, რომლითაც Shark Tank ში გამოვჩნდით და სწორედ ამის შემდგომ დავიწყეთ ახალი მიმართულებების განვითარება, დღეისათვის კი მთავარი აქცენტი Dro განვითარებაზე გვაქვს და მომხმარებელს ბევრ საინტერესო სიახლეს ვპირდებით.“

ედუარდ მსტოიანი – Dro-ს დირექტორი:მთავარი სლოგანი I Am Healthy გვაქვს, რითაც გვინდა ვაჩვენოთ მომხმარებელს, რომ სწორედ ჯანსაღი კვების მიმდევრებისთვის არის „დრო“ შექმნილი, ამასთან ასორტიმენტში ვხვდებით ისეთ პროდუქტებს როგორიცაა: სენდვიჩები, ვრაპები, ის, რაც ერთი შეხედვით უცხო გვგონია ჯანსაღი ცხოვრებისთვის.

2024 წლის ბოლოს, კიდევ კიდევ 2 ახალი ფილიალის გახსნა იგეგმება, მათ შორის არის ბათუმი, სადაც Dro Fresh Bar გარდა, ჩვენი მეორე ბრენდი Dro Daily გამოჩნდება, რაც მომხმარებლამდ ჯანსაღი კვების სრული დღის რაციონის მიწოდებას გულისხმობს, რომელიც თბილისში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.“

[R]

გამოიყენეთ ექსპერიმენტები ჯანდაცვის უკეთესი პირობების შესაქმნელად

„პიკი“ დასაწყისია — ახალი ენერგეტიკული სასმელი „ეფეს საქართველოსგან“