in

„დროა განაახლო“ – ვაკო მოტორსის სეზონური კამპანია

„დროა განაახლო“ – ვაკო მოტორსის სეზონური კამპანია, რომლის მიზანიცაა მოუწოდოს სატვირთო ავტომობილის მძღოლებსა და კომპანიებ, სეზონურ ცვლილებას ყურადღებით მოეკიდონ და მოემზადონ ცხელი სეზონისთვის, რათა მათი გადაადგილების პროცესი უსაფრთხო და კომფორტული იყოს.

კომპანიის  საქმიანობიდან და სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ,  „ვაკო მოტორსი“ მუდმივად ცდილობს სატვირთო ავტომობილის მძღოლებს მიაწოდოს ყველა საჭირო სერვისი და პრემიუმ ხარისხის პროდუქტი, რაც მათი უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობის გარანტიაა. 

„იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს ახალი სეზონისთვის მომზადება, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, კომპანია 50-40 და 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ასევე აწესებს „დიაგნოსტიკის დღეს“ რომლის დროსაც, მომხმარებელი ისარგებლებს 50%-იანი ფასდაკლებით სრულ დიაგნოსტიკაზე. 

„ვაკო მოტორსის“ ფილიალებში მოსულ მომხმარებელს სხვა უამრავი შეთავაზება, სიახლე და საჩუქარი ელოდება.

„ვაკო მოტორსის საქმიანობიდან გამომდინარე. ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაზე, შესაბამისად ვცდილობთ მათ მივაწოდოთ აუცილებელი და დროული ინფორმაცია ყველა იმ საჭიროების შესახებ, რაც მათ უნდა გაითვალისწინონ სეზონის ცვლილების დროს, რათა ყველა სეზონს მომზადებულები დახვდნენ. 

„დროა განაახლო“ – ამ გზავნილის მიზანიც ისაა, რომ მოვუწოდოთ სატვირთო ავტომობილის მძღოლებს დროულად შეამოწმონ და იზრუნონ  სატვირთო ავტომობილის ტექნიკურად გამართვაზე, რათა მომზადებულები იყვნენ ახალი სეზონისთვის და შეძლონ უსაფრთხო გადაადგილება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება სატვირთო სფეროში მყოფი ადამიანებისთვის, რადგან მათ მუდმივად უწევთ გადაადგილება შორ მანძილზე, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც განსხვავებული კლიმატური პირობებია. იმისათვის, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ, ყურადღებით უნდა მოვემზადოთ ახალი სეზონისთვის“, – ამბობს კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ ტაბატაძე. 

მისივე თქმით, „ვაკო მოტორსის გუნდი მოსულ მომხმარებელს უმოკლეს დროში დაუდგენს თუ კონკრეტულად  რა საჭიროება აქვს მის სატვირთოს, ხოლო ადგილზე ყველა საჭირო სერვისი და პროდუქტი უზრუნველვყოფილი იქნება. 

„ვაკო მოტორსი“ 2009 წელს დაარსდა და დღეს, სატვირთო ავტომობილების ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 15 წელია წარმატებით ოპერიებს

„ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს მომხმარებლებს ვამარაგებთ იმით, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ – უსაფრთხო, ეფექტური და პროფესიონალური მომსახურებით, რომელიც ეხმარება მათ ბიზნესს წარმატებაში.

გუნდის მთავარი მიზანია,  რომ  საქართველოს ყველა რეგიონში, თითოეული კომპანიისთვის შესაძლებელი იყოს მათ საჭიროებზე მორგებული  პრემიუმ ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების მიღება, ასევე მუდმივად ვმუშაობთ ბაზარზე დავნერგოთ ისეთი სტანდარტები, რომელიც ხელს შეუწყობს სატვირთო ინდუსტრიის განვითარებას როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

სტანდარტი, რომელსაც დღეს, მომხმარებელს ვთავაზობთ განპირობებულია ჩვენი კვალიფიციური გუნდით, რომლებიც რეგულარულად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო დონის ტრენინგებში. გარდა ამისა, ჩვენ ვართ ისეთი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლები როგორიცაა DAF, CHEVRON, Mann Filter და სხვა. 

კომპანიაში გვჯერა, რომ სატვირთო ავტომობილების მაღალი ხარისხის სერვისის არსებობა აუცილებელია, რადგან ამით ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ვაკო მოტორსის პარტნიორების საქმიანობის წარმატებას. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული მომხმარებელი მიიღებს საჭირო მხარდაჭერას. „ვაკო მოტორსი“ – არის სანდო პარტნიორი სატვირთო ავტომობილების ინდუსტრიაში, სადაც თითოეული მომხმარებელი მნიშვნელოვანია“, – აცხადებს კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ კობახიძე.

[R]

Ralph Lauren – ჰალსტუხების კერვით დაწყებული ისტორია მოდის იმპერიამდე

„განსაზღვრე შესაძლებლობები“ – 10-11 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰაკათონი გაიმართება