in

სამი ახალი გლობალური სტარტაპ იდეა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისგან

საქართველოს უნივერიტეტის ინოვაციების ცენტრმა – UG Start Up Factory, წელს უკვე მეორედ, Demo Day 2018-ს უმასპინძლა. 20 დეკემბერს გამართული ღონისძიების შედეგად, 7 ახალ სტარტაპ იდეას დაფინანსების შანსი გაუჩნდა. Demo Day 2018-ის ფარგლებში, გლობალური პოტენციალის მქონე სტუდენტურმა სტარტაპებმა საკუთარი პროექტები გააცნეს ფართო აუდიტორიას, პოტენციურ ინვესტორებს, პარტნიორებსა და სტარტაპ ეკოსისტემის სხვა წევრებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ განვითარებას.

BOG
BOG

გიფიქრიათ, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სამსახურში საჭირო კადრის მოძიება? ან როგორ შეიძლება გაიკვალოთ გზა სხვადასხვა ღირსშესანიშნაობისკენ, გაფართოებული რეალობის (AR) ტექნოლოგიის გამოყენებით? საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები სამი სტარტაპ იდეით: InnEnploy, Droa და Magena, ამ და სხვა საკითხების ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს გვთავაზობენ.

InnEmploy –  საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ქმნის დასაქმების ახალ პლატფორმას, რაც საშუალებას აძლევს დამსაქმებლებს, უფრო მარტივად და სწრაფად შეარჩიონ მათ მიერ გამოცხადებული ვაკანტური ადგილისთვის შესაბამისი კადრი. პლატფორმა ამცირებს ვაკანტური ადგილისთვის შეუსაბამო კადრების შერჩევის რისკს და ეხმარება ორგანიზაციებს რამდენიმე მოქმედებითა და პლატფორმის მარტივი ინტერფეისით, ახალი თანამშრომლების სასურველი კანდიდატურების სწრაფ შერჩევაში.

Droa – საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და ინფორმატიკის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ დაფუძნებული სტარტაპ კომპანიაა, რომელიც დასაქმებულ ადამიანებს სამუშაო შესვენების პერიოდში რესტორნის შერჩევაში, საკვების წინასწარ შერჩევასა და მის შეკვეთაში ეხმარება. სტარტაპმა 20 დეკემბერს გამართულ დემო დღეზე საკუთარი იდეა გააცნო ფართო აუდიტორიას და მიიღო ბევრი ტექნიკური, თუ ბიზნეს რჩევა, რომელიც მას სამომავლო განვითარებაში დაეხმარება.
აპლიკაციის ტექნიკურად გუნდი გამართავს და შესაძლოა, სულ მალე ბაზარზე ახალი შესაძლებლობა გაჩნდეს, სარესტორნე მომსახურების უფრო ეფექტურად და სწრაფად მისაღებად.

MAGENA – საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტების მიერ დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც ტურისტებსა და თავგადასავლების მოყვარულებს ეხმარება უცნობი ღირსშესანიშნავი ადგილების აღმოჩენაში. აპლიკაცია იგებს თქვენს ადგილმდებარეობას და გთავაზობთ ინფორმაციას თქვენ გარშემო არსებული ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ. აპლიკაციით ასევე შეგიძლიათ მარტივად დაგეგმოთ თქვენი თავგადასავალი და საფეხმავლო ბილიკებზე გაიკვლიოთ გზა, სხვადასხვა სანახავი ადგილისკენ გაფართოებული რეალობის (AR) ტექნოლოგიის გამოყენებით.

Demo Day 2018-ის ფარგლებში ასვეე წარდგნენ შემდეგი სტარტაპები: Memory Capsule; Free Drive; ABC Health; TTM; საქართველოს უნივერსიტეტი Demo Day-ის უკვე მეორედ მასპინძლობს. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ Demo Day-ზე სამმა სტარტაპმა მიიღო დაფინანსება, ჯამში 136 ათასი ლარის ოდენობით და დღეს, აღნიშნული სტარტაპები, საკუთარი პროდუქტის განვითარებაზე მუშაობენ.

[R]

ჰობი, რომელიც საქმიანობად იქცა – Minerva Handmade

“ეს ნახატები თან ჩემია, თან საერთოდ არაა ჩემი” – თვითნასწავლი მხატვარი თამო ჯუღელი