მსოფლიო ჩემპიონატის ციებ-ცხელება პიკს აღწევს. ფეხბურთის მოყვარულებისთვის ნახევარფინალებისა და ფინალის დღეები განსაკუთრებული ემოციების, მეგობრების შეკრებისა და საყვარელი გუნდების ქომაგობის დროა. Coinmania ამ საყოველთაო დღესასწაულს უერთდება და მომხმარებლებს ქეშბექ კამპანიას სთავაზობს.
14, 15 და 19 ივლისს, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, თბილისის რჩეულ პაბებსა და რესტორნებში მატჩების ყურება კიდევ უფრო აზარტული გახდება: კრიპტოკონვერტაციით გადახდისას 50%-იან ქეშბექს (მაქსიმუმ 100 ლარს) მიიღებ.
კამპანიის მიზანია ვირტუალური აქტივების ყოველდღიურობაში ინტეგრირება და კრიპტოს არა მხოლოდ საინვესტიციო ინსტრუმენტად, არამედ გადახდის პრაქტიკულ, სწრაფ და მოსახერხებელ საშუალებად გამოყენება. აქცია გავრცელდება ფეხბურთის მოყვარულთათვის საყვარელ ისეთ ლოკაციებზე, როგორებიცაა: Talkers, Stella Artois, Satchashnike, Area 21 და Löwenbräu.
სპეციალური QR კოდით გადახდა მარტივია, ქეშბექი კი 1 სამუშაო დღეში ჩაგერიცხება.
შეკრიბე შენი გუნდი, აირჩიე ხუთი ლოკაციიდან ერთ-ერთი, უქომაგე შენს გუნდს და გახადე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალები კიდევ უფრო ემოციური. კოინმანიასთან ერთად, მომავლის ციფრული გადახდები უკვე დღეს, შენს საყვარელ პაბშია.
კამპანიის წესებისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიე ბმულს.
[R]











