in

დროა, ციფრული ეპოქისთვის სამუშაოს აღწერები შეიცვალოს

სამსახურის საერთო სახელები საკმაოდ მოძველებულია ბევრ სამუშაო გარემოში…

პოზიციების მნიშვნელობა კვლავ დომინირებს სამსახურებში. სწორედ მისი მეშვეობით ხდება შესაძლებელი გარკვეული საზღვრების დაწესება, როგორც დეპარატამენტებს, ისე კოლეგებს შორის. თუმცა, ტექნოლოგიურმა მიღწევებმა და ციფრულმა ტრანსფორმაციამ ლიდერის როლებისა და მოლოდინების მნიშვნელოვანი ეროზია გამოიწვია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

რეალობა ისაა, რომ სამსახურის საერთო სახელები საკმაოდ მოძველებულია ბევრ სამუშაო გარემოში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვადასხვა პოზიციის თუ ტიტულის იდეა ზედმეტია. უბრალოდ, თანამედროვე სამუშაო გარემო არ ერგება ასეთ ხისტ პროფესიულ საზღვრებს კოლეგებსა და მათ შესაბამის პასუხისმგებლობებს შორის. დღევანდელ თანამშრომლებს ხშირად უწევთ სხვა გუნდებთან მუშაობა და ცოდნის დეპარტამენტებს გარეთ გაზიარება.

შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ პოზიციების დასახელების გადახედვა მხოლოდ HR მენეჯერებისთვისაა. რეალურად კი ეს ადამიანთა უმეტესობას ეხება — რამდენიმე ჩვენგანი თავად შეადგენს კონკრეტული სამუშაოს აღწერილობას. ხოლო ისინი, ვინც შესაბამის სამსახურში გადაწყვეტენ მუშაობის დაწყებას, ახალი მოთხოვნების შესაბამისად განაახლებენ რეზიუმეს, გამოყოფენ სპეციფიკურ უნარებსა და კომპეტენციებს.

დამსაქმებლებისთვის, HR ლიდერებისთვის და სხვა მენეჯერებისთვის საინტერესოა I/O ფსიქოლოგიის გამოყენება – ინდუსტრიულ-ორგანიზაციული ფსიქოლოგიის სპეციალობა, რომელიც ფოკუსირებულია თანამშრომლების ქცევაზე. ეს უკანასკნელი მათ დაეხმარება, შეიმუშაონ და ოპტიმიზაცია გაუწიონ როგორც სამუშაოს აღწერილობას, ისე პოზიციების დასახელებებს. ნავარაუდევია, რომ I/O ფსიქოლოგიის პრინციპებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება ხელ შეუწყობს თითოეული ღია პოზიციის წვდომის გაფართოებას, დამაჯერებელი და მრავალფეროვანი კანდიდატების მოზიდვას და მენეჯმენტის შესაბამისი მოლოდინების იდენტიფიცირებას.

ვიდრე სამსახურის აღწერილობის წერას შეუდგებოდეთ, საკუთარ თავს სამი შეკითხვა დაუსვით: რომელ ამჟამინდელ და მომავალ ბიზნეს საჭიროებებს ეხება ეს როლი? ორგანიზაციაში კიდევ რა მიმართულებით ექნება ამ როლს გავლენა? რა ძირითადი კომპეტენციები გახდის ამ ადამიანს (და შესაბამისად თქვენს კომპანიას) წარმატებულს?

რა თქმა უნდა, წარმატების გასაღები იმის გაცნობიერება იქნება, რომ თითოეული თანამშრომელი და კოლეგა უფრო მეტია, ვიდრე კონკრეტული პოზიცია და მოსალოდნელი ამოცანების ჩამონათვალი. ბოლო 18 თვის განმავლობაში ტექნოლოგიების დანერგვისა და ციფრული ტრანსფორმაციის ფეთქებადი ზრდა კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ამ აზრს.

როგორ ცვლის ტექნოლოგია ჩვენს მუშაობას?

ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ელემენტი ხელოვნური ინტელექტია (AI). McKinsey-ის ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ბიზნესების 67%-მა დააჩქარა ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ავტომატიზირებული ტექნოლოგიების მიღება. აშკარაა, AI აუცილებლად შეცვლის მილიონობით სამუშაო ადგილის ორგანიზებას თუ დამუშავებას. მაგალითად, მექანიკური ან განმეორებითი ამოცანების ავტომატიზაცია გაათავისუფლებს ადამიანს, რათა მეტად დინამიკური, დელიკატური და კრიტიკული პასუხისმგებლობა აიღოს. ეს კი კომპანიის ზრდას, ინოვაციების დანერგვასა და მომხმარებელთა კმაყოფილებას განაპირობებს.

მაგალითად, ავიღოთ გაყიდვების მენეჯმენტი. გაყიდვების ქოუჩის ან მენეჯერის მუშაობაში თითქმის არაფერია “რუტინული”. სამუშაო მოიცავს პოტენციურ კლიენტებსა და კოლეგებს, თავიანთი მდიდარი გამოცდილებით. ასევე, პრაქტიკული იდეების გაზიარებას კონკრეტული ამოცანების შესახებ. ცხადია, ამ პროფესიის წარმომადგენლის ჩანაცვლება ჩვეულებრივ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით — უბრალოდ, ძალიან ბევრი ნიუანსი და სირთულეა გასათვალისწინებელი. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ადგილი ადამიანზე ორიენტირებული დარჩება, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტული ავტომატიზაციის როლი მეტად გაიზრდება.

როგორც ვხედავთ, ტექნოლოგიები უკვე მყარ ადგილს იკავებს დღევანდელ სამსახურებში. რამდენადაც ციფრული ტრანსფორმაცია განაგრძობს ტექნოლოგიების მიღებას, რომლებიც განმეორებით ამოცანებს ამარტივებს, რუტინული საქმის შემსრულებლები შემცირების დიდი რისკის ქვეშ არიან. მაგალითად, თარგმანისთვის სამიზნე ენის დეტალური გაგებაა საჭირო, რათა რთული გრამატიკული სტრუქტურებიც სრულად იქნას აღქმული. ტექნოლოგიის გაუმჯობესების პარალელურად კი პროგრამული მთარგმნელობითი უზრუნველყოფა სულ უფრო აქტუალური გახდება.

იმავე ხდება მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტებთან დაკავშირებით. მომსახურების სფეროში ადამიანების როლი ძალიან დიდია — მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან პირდაპირი ურთიერთობისთვის. შესაბამისად, AI ჯერ კიდევ შორს არის მათი ჩანაცვლებისგან. თუმცა არსებობს გარკვეული მარტივი ამცანები, რომელთა ავტომატიზაციაც სრულად ბუნებრივია.

მოკლედ რომ ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტი სრულად ვერ ჩაანაცვლებს ადამიანებს ამ სფეროებში, მაგრამ მოქნილი სამუშაო აღწერილობები დაგვჭირდება, რათა ტექნოლოგიურ მიღწევებს მოერგოს.

სამუშაოს სათაურები არასაჭირო საზღვრებს უსვამს ხაზს

რამდენადაც ბევრი განმეორებადი ამოცანები გამარტივდება ტექნოლოგიებით, პროფესიონალებს მეტი დრო დარჩებათ თავიანთი დეპარტამენტების გარეთ კოლეგებთან თანამშრომლობისთვის. განყოფილებებს შორის გაძლიერებულმა კომუნიკაციამ, შესაძლოა, თანამშრომლების გაზრდილ პროდუქტიულობას შეუწყოს ხელი. ხოლო წარმადობა უფრო ზუსტი, დინამიკური და ხარისხიანი გახდება.

განვიხილოთ ძვირადღირებული საკრუიზო ხაზი, რომელიც ცდილობს საჭმლის ახალი ვარიანტები შეიმუშაოს, რათა გაზარდოს შემოსავალი და ახალი სტუმრების ყურადღება მიიპყროს. იმის ნაცვლად, რომ დავალება მხოლოდ გაყიდვების ან მარკეტინგის თანამშრომლებს გადაეცეს, კომპანიამ IT პროფესიონალები, მონაცემთა ანალიტიკოსები, კომუნიკაციებისა და მარკეტინგის პროფესიონალები უნდა შეკრიბოს.

გარდა ამისა, უფრო პრაქტიკულ და ნაკლებად კონცეპტუალურ დონეზე, ავტომატიზაციას დიდი გავლენა აქვს ორგანიზაციის პრაქტიკულად ყველა დონეზე. რადგანაც განმეორებადი ამოცანები ავტომატიზირებულია ან აჩქარებულია ციფრული ტრანსფორმაციის გზით, ადამიანები ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენ ამ საქმიანობების მიღმა. თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ, კონკრეტული პოზიციის დასახელების მიღმა გავიდნენ, გაზარდონ პროდუქტიულობა და სწრაფად ცვალებად გარემოში საჭირო უნარები გამოიმუშაონ.

არ მოათავსოთ თანამშრომლები ჩარჩოებში

ახალ რეალობაში ამოცანების ნაცვლად, უნარებზე უნდა ვფოკუსირდეთ. ეს სწორი ნიჭის იდენტიფიცირებას შეუწყობს ხელს — ადამიანების კონკრეტულ როლზე მიკუთვნების ან მოუქნელი სამუშაო ტიტულების გამოყენების გარეშე.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ინდივიდუალურ დონეზე ძირითადი კომპეტენციებისა და პასუხისმგებლობების ირგვლივ ჩარჩოს შექმნა. თუმცა უმჯობესია, ამ ტიპის როლის განვითარებას ისე მივუდგეთ, თითქოს ხარაჩოებია და არა დასრულებული შენობა… დაქირავების შემდეგ თანაბრად მნიშვნელოვანია თანამშრომლების გაძლიერება და მათთან ყოველდღიური ცხოვრების მიღმა კავშირი.

გახსოვდეთ, დასაქმებულებმა ძალაუფლება უნდა იგრძნონ ტექნოლოგიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერით, წაახალისონ სწავლა და თავიანთი რეგულარული სამუშაოს მიღმა განვითარება. თითოეულმა თანამშრომელმა მკაცრი სამუშაოს აღწერილობების, პასუხისმგებლობების ან ტიტულების ზეწოლის გარეშე უნდა დაიწყოს ზრდა.

წყარო: HBR



რა სასარგებლო თვისებები აქვს ჩაის?

3 ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია, რომელთა აქციების შეძენაზე, 2021 წლის დეკემბერში, დაფიქრება ნამდვილად ღირს