თუკი თქვენი კომპანიის სახელი ხშირად ეშლებათ, ეს თქვენ სასარგებლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ და მარკეტინგული გამოყენება მოუძებნოთ. სწორედ ასეთი გამოსავალი მონახა სააგენტო Droga5-მა MailChimp-ისთვის, რომლის სახელწოდების არასწორად გამოთქმა სახალისო ილუსტრაციებად გარდაქმნა. გარე რეკლამის ამ სერიამ, 2017 წელს, მის შემქმნელებს კანის ლომების 1 გრან პრი, 1 ოქრო და 1 ვერცხლი მოუტანა.