in

როგორ დავზოგოთ დრო ChatGPT-სთან მუშაობისას

Lenovo
Lenovo

თუ ChatGPT-ის გახსნისას ყოველ ჯერზე ერთი და იმავე მოთხოვნების კოპირება გიწევთ ან გამუდმებით წერთ ფრაზებს იმის შესახებ, რომ ტექსტი პროფესიონალური ტონით დაგიწეროთ, ეს ნიშნავს, რომ ზედმეტად ბევრს შრომობთ. პარამეტრების მენიუში დამალულია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია – Custom Instructions. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ფუნქცია მუდმივი პრეფერენციების დაყენების საშუალებას გაძლევთ, რათა ერთი და იმავე მოთხოვნების გამეორება აღარ მოგიწიოთ.

ეს ფუნქცია ერთგვარ მუდმივ ფილტრად შეგიძლიათ აღიქვათ. იმის ნაცვლად, რომ ხელოვნურ ინტელექტს ყოველ ჯერზე შეახსენოთ გრძელი შესავლებისადმი თქვენი უარყოფითი დამოკიდებულება, ან ის ფაქტი, რომ მონაცემები სუფთა ცხრილის სახით გჭირდებათ, ამას მხოლოდ ერთხელ ეუბნებით და მას სამუდამოდ ამახსოვრდება. მისი დაყენება ძალიან მარტივია: ქვედა მარცხენა კუთხეში უნდა დააკლიკოთ თქვენი პროფილის სახელს ან აიქონს და აირჩიოთ პერსონალიზაცია. იქვე შეამჩნევთ ველს, სადაც სწორედ თქვენი მორგებული ინსტრუქციების შეყვანაა შესაძლებელი. ამის შემდეგ, ყოველი ახალი დიალოგი უკვე წინასწარ გაწერილი წესებით დაიწყება. ეს არის საუკეთესო გზა, რათა პრომპტების წერის რუტინული და მომაბეზრებელი პროცესი ტექსტის აკრეფამდე დაასრულოთ.

არსებობს რამდენიმე მიდგომა, რომელთა დატესტვაც ნამდვილად ღირს, თუმცა მთავარია იექსპერიმენტოთ და იპოვოთ ის, რაც თქვენზე ყველაზე კარგად მუშაობს. ოდნავი კრეატიულობის დახმარებით, ChatGPT შეუცვლელ პროდუქტიულობის ინსტრუმენტად იქცევა.

ყველანი ხშირად ვიძირებით გრძელ ელემწერილებში, რეპორტებსა და სტატიებში. მშრალი ანგარიშების კითხვაში 15 წუთის დაკარგვის ნაცვლად, შეგიძლიათ შეჯამება წამებში მიიღოთ, რაც ინფორმაციის გადატვირთულობისგან თავის დაღწევის საუკეთესო გზაა. ტექსტის შემჯამებლის ფუნქციის ასამუშავებლად, პროგრამას წინასწარ უნდა განუსაზღვროთ, რომ ნებისმიერი ჩასმული ტექსტის შემთხვევაში, მოგაწოდოთ მოკლე რეზიუმე, სადაც ხაზგასმული იქნება მთავარი აზრები, ძირითადი არგუმენტები და პრაქტიკული ნაბიჯები, ტექსტი კი უნდა იყოს ლაკონიური და თვალის გადავლებისთვის მარტივი.

ალბათ ბევრს ჰქონია შემთხვევა, როცა შეხვედრაზე მთელი საათი გაუტარებია და ბოლოს მაინც ვერ გაუგია, კონკრეტულად რა უნდა გაეკეთებინა, რადგან ხშირად შეხვედრების პარალელურად ადამიანები სხვა საქმეებზეც ერთვებიან ხოლმე. გამოცნობების დრო დასრულდა და სისტემას შეგიძლიათ ამოცანების ამომღების როლი მოარგოთ. მას უნდა დაავალოთ, რომ შეხვედრის ჩანაწერების ან ტრანსკრიპტების ჩასმისას, ავტომატურად ამოიღოს ყველა შესასრულებელი დავალება, პასუხისმგებელი პირი და დედლაინი და მკაფიო ტექსტის სახით წარმოგიდგინოთ. ამასთან, პროგრამამ უნდა გამოყოს ნებისმიერი ღია კითხვა ან სამომავლო ამოცანა.

მეილების შედგენა, განსაკუთრებით კი რუტინულის, საკმაოდ დიდ დროსა და გონებრივ რესურსს მოითხოვს. ამ პროცესის გასამარტივებლად, ჩატბოტი წერილების შემდგენლად შეგიძლიათ აქციოთ. მას უნდა მიუთითოთ, რომ თემის ან ძირითადი თეზისების მიწოდებისთანავე, თავად შეადგინოს პროფესიონალური და ლაკონიური წერილი. ტონი უნდა შეიცვალოს ადრესატის მიხედვით – იქნება ეს ფორმალური კლიენტისთვის, თუ უფრო თავისუფალი კოლეგისთვის. ასევე, მითითებაში უნდა ჩაიდოს, რომ წერილს აუცილებლად ჰქონდეს მკაფიო სათაური და მოქმედებისკენ მოწოდება.

როცა პრობლემის წინაშე დგახართ ან ახალი იდეები გჭირდებათ, ხანდახან უბრალოდ მცირე ბიძგია საკმარისი. იქნება ეს მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა თუ ტექნიკური პრობლემის გადაჭრა, ChatGPT ბრეინსტორმინგის იდეალურ პარტნიორად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მან უნდა იცოდეს, რომ პროექტის ან პრობლემის გაზიარებისას, კრეატიული თანამოაზრის როლი მოირგოს. მან უნდა დააგენერიროს სულ მცირე ხუთი ინოვაციური და მრავალფეროვანი გადაწყვეტა, იდეა ან მიდგომა და არ შეუშინდეს არასტანდარტულ, სტერეოტიპებისგან თავისუფალ აზროვნებას.

წყარო: Fastcompany

ისტორიული ნაბიჯი ქართული სპორტისთვის: adjarabet-ი UFC-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა

AI-მ პაციენტების დიაგნოზი სასწრაფო დახმარების ექიმებზე სწრაფად დასვა