in

როგორ გავზარდოთ ჩვენი მუშაობის ეფექტურობა და დასვენების საათები ერთდროულად?!

ტრადიციული გრაფიკი მაშინ, როდესაც ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სჭირდებოდა სამუშაოს, ეფექტური იყო, თუმცა, თანამედროვე გარემოში, სადაც დიდი წილი ინტელექტუალურ შრომაზე მოდის, ნაკლებად იძლევა მაღალპროდუქტიულიობის საშუალებას. ამის დასტურია ისიც, რომ მომუშავეთა დიდი ნაწილი სტიმულატორს ან სხვა ტიპის სამედიცინო პრეპარატს იღებს, ვერ ერთვება სამუშაო პროცესში ეფექტურად, მეტიც, ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს სძულს მისი სამუშაო.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ცნობილია, რომ მაღალპროდუქტიული ქვეყნების უმრავლესობა არ მუშაობს 8 საათიანი გრაფიკით. ისეთ ქვეყნებში, როგორიც მაგალითად, ლუქსემბურგია, სამუშაო კვირა 30 საათს შეადგენს და საშუალო შემოსავალიც მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ხანგრძლივი გრაფიკის მქონე ქვეყნებში. თუმცა ჩნდება კითხვა, როგორ მუშაობენ სუპერპროდუქტიული ადამიანები?

რაოდენობა თუ ხარისხი?

“სადაც არ უნდა იყო, იყავი იქ, სადაც იმყოფები!” – დენ სალივანი. 

დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი სამუშაოს ნელა, აუჩქარებლად აკეთებს, თითქოს იქმნის განწყობას, რომ საამისოდ ბევრი დრო აქვს. ზოგიც ცდილობს დაკავებულად იგრძნოს თავი, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ მოკლე, მაგრამ ინტენსიური ჩართულობა საქმეში გაცილებით ეფექტიანია. ოღონდ, თქვენს საქმეში სრულად უნდა იყოთ ჩართული, ყოველგვარი ყურადღების გამფანტველის (სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა და სხვა) გარეშე. ეს ფიტნესს ჰგავს – ხშირად, ცოტა, მაგრამ ინტენსიური ვარჯიში ხანგრძლივს ჯობია.

დაუთმეთ თქვენი დროის 20% საქმეს, ხოლო დანარჩენი 80% ძალების აღდგენასა და თვითგანვითარებას. თქვენ იზრდებით მაშინ, როდესაც ძალებს ხარისხიანად აღიდგენთ. ამგვარად, შესრულებული სამუშაოს ხარისხიც უმჯობესდება. ამას ფსიქოლოგები “გააზრებულ პრაქტიკას” უწოდებენ. მთავარი არა ბევრი მუშაობა, არამედ უკეთ მომზადებაა. ჯობია სტრატეგიულად მოემზადო და ორიენტირებული იყო შედეგზე, ვიდრე საქმის შესრულების პროცესზე.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რესპონდენტთა მხოლოდ 16% ახერხებს შემოქმედებით წვას მუშაობის პროცესში. უმეტესობა მათგანს იდეები სახლში, ტრანსპორტში ან დასვენების პროცესში მოსდის. “ყველაზე კრეატიული იდეები მონიტორთან ჯდომისას ნაკლებად შეიძლება მოგივიდეთ”, – ამბობს Samsung Semiconductor-ის პრეზიდენტი სკოტ ბირნბაუმი. მიზეზი მარტივია – როდესაც რაიმე ამოცანას უზიხართ, გონება დაძაბული მუშაობს პრობლემის გადაჭრაზე და პირიქით, დასვენებისას თქვენი ტვინი თავისუფლად აზროვნებს.

კრეატივი არის ტვინის ნახევარსფეროების ურთიერთქმედების შედეგი. იდეისა და შთაგონების პროცესის გაუმჯობესება კი სავსებით შესაძლებელია.

საყურადღებოა, რომ სამუშაოს შესრულებისას, იყავით ჩაფლული სამუშაოში. როცა საქმეს მორჩებით, დარწმუნდით, რომ თქვენი გონება ამით აღარ არის დაკავებული და ახერხებს დასვენებას. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ კრეატიულად ფიქრს.

კრეატივი არის ტვინის ნახევარსფეროების ურთიერთქმედების შედეგი. იდეისა და შთაგონების პროცესის გაუმჯობესება კი სავსებით შესაძლებელია.

საყურადღებოა, რომ სამუშაოს შესრულებისას, იყავით ჩაფლული სამუშაოში. როცა საქმეს მორჩებით, დარწმუნდით, რომ თქვენი გონება ამით აღარ არის დაკავებული და ახერხებს დასვენებას. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ კრეატიულად ფიქრს.

პირველი სამი საათი გადამწყვეტია!
ფსიქოლოგ რონ ფრიდმანს თუ დავუჯერებთ, სამუშაო დღის პირველი სამი საათი მაქსიმალური პროდუქტიულობის მისაღწევად საუკეთესო დროა. ამ პერიოდში ყველაზე მეტად ვართ ფოკუსირებული, ვგეგმავთ, ვაზროვნებთ და ვსაუბრობთ კიდეც უკეთ. ეს კი რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. უპირველესად, ძილით – გაღვიძებიდან პირველი საათების მანძილზე ტვინი ყველაზე აქტიურია. ამდენად, სააზროვნო სამუშაოს დაგეგმვაც ამ დროს ღირს.
მეორე მხრივ, მეცნიერება გვარწმუნებს, რომ თვითკონტროლი და ნებისყოფა, ენერგეტიკა ყველაზე მაღალია ძილის შემდეგ. ამრიგად, დილა საუკეთესო დროა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად.

დაიცავით თქვენი დილა!
ბევრი ვერ ახერხებს დილის საათების ეფექტურად გამოყენებას, ყველაზე მეტად ეს მარტოხელა მშობლებს უჭირთ, თუმცა ფსიქოლოგები მაინც დაჟინებით მოგვიწოდებენ, დავიცვათ ყველაზე პროდუქტიული საათები და გამოვიყენოთ ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. ერთ-ერთი მეთოდი არის 90-90-1. სადაც პირველ 90 წუთს ანდომებთ #1 პრიორიტეტს, ამ პერიოდის განმავლობაში ამ პრიორიტეტის გარდა არაფერზე იფიქროთ, არც ელ.ფოსტა შეამოწმოთ, არც სოციალური ქსელი. არაა რეკომენდებული დილას შეხვედრების დანიშვნაც. უმჯობესია ეს დრო მაქსიმალურად მოანდომოთ შემოქმედებით წვას, ხოლო შეხვედრები დღის მეორე ნახევარში დანიშნოთ.

კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, არ შეამოწმოთ შემოსული წერილებიც კი, ამ ინტენსიური სამი საათის მანძილზე!

თუ თქვენს დილის ყველაზე პროდუქტიულ საათებს არ “დაიცავთ”, უამრავი სხვა წვრილმანი დეტალი წაიღებს ამ დროს და მნიშვნელოვანი საქმე კვლავ გასაკეთებელი დარჩება. გახსოვდეთ, რომ სხვა ადამიანები გაფასებენ იმდენად, რამდენადაც თქვენ თავად აფასებთ საკუთარ თავს.

დილის “დაცვა” ნიშნავს, რომ თქვენ აბსოლუტურად მიუწვდომელი ხართ გარკვეულ საათებში და მხოლოდ სერიოზული ექსტრემალური სიტუაციის პირობებში გამოდიხართ ხაზზე.

დაუკავშირეთ სხეული გონებას!

თუ გინდათ ყველაზე მაღალ დონეზე იმუშაოთ, უფრო მეტი სულიერი კავშირი უნდა გაააქტიუროთ. თქვენ ხართ სისტემა. როდესაც იცვლება სისტემის ნაწილი, იცვლება მთლიანი მექანიზმი. თუ გააუმჯობესებთ ერთ სფეროს, გააუმჯობესებთ ყველაფერს. ესაა “პეპლის ეფექტი”. გაავარჯიშეთ გონება, ივარჯიშეთ ან იკითხეთ. კარგი ჩვევა თქვენი ცხოვრების სხვა სფეროებზეც იქონიებს დადებით გავლენას.

არ დაგავიწყდეთ ფსიქოლოგიურად განტვირთვა და თამაში!
კვლევებმა აჩვენეს, რომ არასამუშაო საათებში, ენერგიის სრულყოფილი აღდგენისთვის აუცილებელია ხარისხიანი დასვენება, თუნდაც აქტიური თამაშის ან ჰობით დაკავების სახით. ეს გავლენას ახსენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში პროდუქტიულობაზეც აისახება.



რა როლი აქვს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ქვეყნის განვითარებაში?

Treepex – მოწყობილობა, რომელიც დაბინძურებულ ჰაერს ასუფთავებს! – ქართველი სტარტაპერების პროექტი