in

4 რჩევა დროის მენეჯმენტისთვის

თუ დროის მენეჯმენტი თქვენთვის პრობლემაა ან უბრალოდ იაზრებთ მის მნიშვნელობას თქვენს ცხოვრებაში, აქ იმ 4 ტექნიკას გაგიზიარებთ, რომელთა მეშვეობითაც ამას მარტივად მოახერხებთ. ახლა კი თქვენი დრო ჩვენც ფუჭად რომ არ დავხარჯოთ, პირდაპირ რჩევებისკენ გადავინაცვლებთ:

1. იყავით ნაკლებად პასუხისმგებლიანი

პროდუქტიულობის მტრებს შორის ერთ-ერთი შეტყობინებებზე მყისიერად პასუხის გაცემის სურვილია. თუმცა მნიშვნელოვანია, ყოველთვის ხელმისაწვდომი არ იყოთ. ბევრი ჩვენგანი კი, რთულ ამოცანებთან შედარებით, შემომავალ შეტყობინებებს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ასე სინამდვილეში ნაკლებად პროდუქტიულები ხდებიან. კი ფიქრობენ, რომ მულტიტასკერები არიან, მაგრამ რეალურად ვერცერთ საქმეს აკეთებენ კარგად. 

2. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, ჩასვით კალენდარში

უპირველესად, დაფიქრდით, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და შემდეგ ჩასვით თქვენს კალენდარში. დანარჩენი საკითხებიც ამას მოარგეთ, იქნება ეს ვარჯიში, მენტალური ჯანმრთელობის შესვენებები, ოჯახისთვის თუ სამსახურისთვის დათმობილი დრო. ხოლო, თუ სხვების სურვილებს მიჰყვებით, რაც ბოლო წამებში თხოვნების შესრულებას მოიცავს, გახსოვდეთ, რომ ეს დროის მართვისას ნაკლებად პროდუქტიულს გაგხდით.

3. გამოყავით ბუფერული დრო

ყოველთვის იარსებებს რაღაც, რასაც ვერაფრით გადადებთ, თუ, რა თქმა უნდა, ე. წ. ბუფერულ დროს არ დააწესებთ. ხოლო ის, თუ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს, თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ ექსპერტები კალენდრის 30-50%-მდე საკუთარი თავისთვის დათმობას გირჩევენ. ეს თქვენზე დაკისრებული მოვალეობების უკეთ შესრულებაში დაგეხმარებათ. თუმცა აქ არც რეგულარული შესვენებები დაგავიწყდეთ. მეტიც, თუ ამ მეთოდს დაამკვიდრებთ და გამოცდილებასაც დააგროვებთ, შემდგომ შეძლებთ, იგი 20-30%-მდეც შეამციროთ.

4. უფრო ხშირად თქვით — არა

დროის ფლანგვასთან გასამკლავებლად ყველაზე ეფექტური სტრატეგია უარის თქმაა. ეს კი საკმაოდ რთული სვლა იქნება თქვენთვის მანამ, სანამ ერთ რაიმეს არ გაიაზრებთ: სხვა ადამიანების გასახარებლად თუ გამუდმებით იმაზე მეტ საქმეს დააკისრებთ საკუთარ თავს, რისი მართვაც რეალურად არ შეგიძლიათ, საკუთარ თავსაც დააზიანებთ და ვეღარც სხვებს გააბედნიერებთ საქმის სანახევროდ შესრულებით…

და რას მოგვიტანს დროის მენეჯმენტი? მოკლედ გეტყვით, მარტივად მუშაობასა და უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეძლებთ, ადამიანები კი მეტად სცემენ თქვენს საზღვრებს პატივს…

Threads-ის წაშლას ინსტაგრამის გაუქმების გარეშეც მოახერხებთ

საჩუქრის გაცემის ბედნიერება — მინისოში საახალწლო კამპანია დაიწყო