in

დროის მიღმა – ქრონოგრაფის ახალი კამპანია

ქრონოგრაფის ახალი კამპანია – დროის მიღმა მომავალში მოგზაურობის ამბავს მოგვითხრობსმთავარი პერსონაჟი, ძლიერი, თამამი ქალია, რომელიც არღვევს სამყაროს კანონზომიერებას. გმირის მიზანია გადალახოს პორტალი და მოხვდეს მომავალში, სადაც მისი შესაძლებლობები უსაზღვროა.

მოგზაურობას თან ახლავს დაბნეულობა, ყოყმანი, შიში, მაგრამ დრო პერსონაჟის ხელშია. საათის ისრების ყოველი მოძრაობისას, იაზრებს რომ ამ გზაზე მას ყველაფერი შეუძლია. საათი, არის კომპასი, რომელიც მთავარ გმირს, ამ უზარმაზარ სივცრეში მიუძღვის, ბზინვარე ბრილიანტები კი სიბნელეში გზას უნათებს.   

კამპანიიაში კარგად ჩანს პერსონაჟის შინაგანი ევოლუცია. გმირის სითამამე და უნარი დაუპირისპირდეს სამყაროს კანონებს, სიმბოლოა ქრონოგრაფის ამბიციისა, გაუსწროს დროს და დაამკვიდროს ახალი სტანდარტები ლუქს სეგმენტში

გაბედე შენც, გაცდი დროის საზღვრებს და იპოვე შენი თავი დროის მიღმა.

[R]

BOYGAR’S – საერთაშორისო მოდის წამყვანი ბრენდები ერთ სივრცეში

თიბისის კამპუსი – ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა