აეროფოტოგრაფიისთვის და სტაბილური ვიდეო გადაღებისთვის შექმნილი დასაკეცი დრონი იმ ენთუზიასტებისთვის არის განკუთვნილი, ვისაც პროფესიონალური დრონის ტარება დისკომფორტს უქმნის.
ბოლო პერიოდში დრონის ფოტოგრაფიამ კონტენტის შემქმნელებს უამრავი ახალი შესაძლებლობა შესძინა. აშკარაა, რომ კომპაქტური დრონი, რომელიც ადვილად გამოყენებადია, გაცილებით მეტ უპირატესობას სთავაზობს მომხმარებლებს. მოწყობილობა, სახელწოდებით Drone 1 მბრუნავი და მფრინავი დრონია, რომელმაც 2021 წლის Red Dot Concept Design Award-ის მთავარი ჯილდოც კი დაიმსახურა. მაია პროხოვას მიერ შექმნილი პორტატიული დრონი თავისი ზომით MacBook Air-ს არ აღემატება და სულ რაღაც 200 გრამს იწონის.
Drone 1 მყარ კორპუსშია მოთავსებული და საჭიროების შემთხვევაში, მარტივად შეიძლება მისი ამოღება. ხელის ერთი დაწკაპუნებით კი დრონი მზად არის ფრენისთვის. 90 გრადუსიანი ბრუნვა აქცენტირებულია ტაქტილური შეგრძნებებით, როგორც რუბიკის კუბი. ასევე, კამერის სამუშაო პოზიციაზე დაყენება ერთგვარი გადამრთველის სახით არის შესაძლებელი.
მოწყობილობა აღჭურვილია 4K კამერით, რაც მაღალი ხარისხის კადრებს უზრუნველყოფს. ამასთანავე, მას აქვს მოწინავე სენსორი, რათა მჭიდრო სივრცეებში თავისუფლად შეძლოს ნავიგაცია ან მობილურ ტელეფონზე თავსებადი აპლიკაციის მეშვეობით, გზის თვალყურის დევნება.