დრონებით იღებენ ვიდეოებს, აგზავნიან ამანათებს, ერთობიან და მის შესაძლებლობებს ყოველდღიურად ახალ დატვირთვას აძლევენ. 2015 წლის ტრენდად სწორედ დრონების გამოყენება აღიარეს. ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად დრონებს “Amazon” და “General Electric” იყენებენ.
მარკეტინგში დრონები Pepsi-მ, Acura-მ, Nissan-მა, Toyota-მ, Nike-მა, Adidas-მა, American Express-მა გამოიყენეს. რაც შეეხება Intel-ს, მან ყველას გადააჭარბა და დრონების შოუ “Drone 100” მოაწყო. შოუში ასობით დრონი, შუქის ეფექტები და ბეთხოვენის მეხუთე სიმფონია გამოიყენა.
“Drone 100” შოუ ნოემბერში მოეწყო, მაგრამ შოუს კადრებს “CES 2016”-სთვის ინახავდნენ. კომპანიამ წარმოადგინა “Intel RealSense” ტექნოლოგია, რომლის დამსახურებითაც დრონები უფრო “ჭკვიანები” გახდნენ.