in

დრონით მიტანის სერვისი ფინეთში ამოქმედდება

დრონით მიტანის სერვისი 2019 წლის გაზაფხულზე, ფინეთში ამოქმედდება. ამის შესახებ ამერიკული მულტინაციონალური კონგლომერატის Alphabet-ის შვილობილი კომპანია Wing აცხადებს. Wing-ის მისიას დრონით მიტანის სერვისის გამართვა და უზრუნლელყოფა წარმოადგენს. ამისათვის ისინი 6 წლის განმავლობაში მუშაობდნენ დრონის მოდელზე, რომელიც საჭმლისა თუ მედიკამენტების საჭირო ადგილზე მიტანას უზრუნველყოფდა. გასული 18 თვის განმავლობაში კი ავსტრალიაში ტესტავდნენ მომხმარებლის გამოცდილებას. ფინეთში დაგეგმილი სერვისის გააქტიურება Wing-ის პირველი ნაბიჯი იქნება ევროპაში.

BOG
BOG

 

პირველი საცდელი ფრენა ჰელსინკიში, 2019 წლის გაზაფხულში იქნება. უპილოტო საფრენი აპარატით მომხმარებლებამდე 1.5 კილოგრამამდე ტვირთს, 10 კილომეტრის რადიუსში მიიტანა იქნება შესაძლებელი.

„დრონით მიტანა არ არის მხოლოდ უსაფრთხო, ეს არის უფრო სწრაფი და გარემოსთან მეგობრული გადაწყვეტილება, ვიდრე ტრადიციული ადგილზე მიტანის სერვისი. ამას შეუძლია ჩვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება“, – წერია Wing-ის ვებგვერდზე.

Alphabet-მა ორ ექსპერიმენტულ პროექტზე, Loon-სა და Wing-ზე მუშაობას განაგრძობს. Loon შესაბამისი ინფრასტრუქტურის არმქონე ადგილებში ინტერნეტ სიგნალის გასავრცელებლად საჰაერო ბურთებს იყენებს, ხოლო Wing დრონით მიტანის სერვისს ავითარებს.

როგორი ხმა აქვს მარსს – NASA-მ პირველი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა

Apple-ის ახალი მოწყობილობა, რომელიც ძილის ხარისხს გაზომავს