in

შექმნეს დრონი, რომელიც ექოლოკაციას ღამურას მსგავსად ახერხებს

veon
veon

პურდუს უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს დრონი, რომელიც ექოლოკაციას ღამურას მსგავსად ახერხებს. ექოლოკაცია – ეს არის ზოგი ცხოველის (მაგ., დელფინის, ღამურას) თვისება, გამოსცეს და აღიქვას მაღალი სიხშირის ბგერითი სიგნალები, რაც მას სივრცეში ზუსტ ორიენტირებასა და საკვების მოპოვებაში ეხმარება. ამ ეფექტის მისაღწევად, ინჟინრებმა დრონი დინამიკითა და 4 მიკროფონით აღჭურვეს.

SIAM Journal on Applied Algebra and Geometry-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დრონი ღამურას ტაქტიკას იმეორებს. ღამურები გამოსცემენ ხმას და ადგენენ, რა დრო სჭირდება მას იმისათვის, რომ უკან დაუბრუნდეს მათ. ამით საზღვრავენ ისინი, სად არის საკვები და რა დრო სჭირდებათ იქამდე მისასვლელად. ახლადშექმნილი დრონიც ამგვარად მუშაობს – ხმოვანი ტალღების მოძრაობის დროის გათვალისწინებით, ანუ, იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანში უბრუნდებათ მათ უკან გაცემული ხმა. ხმის აღსაქმელად დრონი ოთხ მიკროფონს იყენებს, რაც იმის ზუსტად დადგენაში ეხმარება, თუ როგორ გადაადგილდეს დახურულ სივრცეში ისე, რომ არაფერს დაეჯახოს. უფრო კონკრეტულად, როცა დრონი მიკროფონიდან იღებს მის მიერ გამოცემული ხმის ექოს, ადგენს დროის განსხვავებას ხმის გამოცემასა და მიღებას შორის. შესაბამისად კი მანძილს კედელსა და მას შორის.

აღნიშნული კვლევით, დრონები სულ უფრო უახლოვდებიან თვითნავიგაციის შესაძლებლობას. მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით, მომავალში ისინი ადამიანის გარეშე შეძლებენ უსაფრთხო გადაადგილებას. ამ ეტაპზე კი, ოთხმიკროფონიანი და დინამიკიანი დრონი ოთახებში გადაადგილების რუკების შედგენისთვის გამოდგება. შემდეგი ნაბიჯი კი უფრო პატარა დაბრკოლებების შემჩნევისა და მათთვის თავის არიდების შესაძლებლობის მიცემაა, ვიდრე კედლებია.

ის, რაც მეფეებსა და დედოფლებს ეცვათ, შენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება – „ქართული ქსოვილი“

რომელი სამუშაო უნარებია საჭირო დღევანდელობაში?