in

ნახეთ: Drone Photo Awards-ის გამარჯვებულები და მსოფლიოს ახალი პერსპექტივები

Drone Photo Awards-ის ამჟამინდელი გამარჯვებულები ახალ პერსპექტივებს გვიქმნიან ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროზე. საერთაშორისო კონკურსი სხვადასხვა ხასიათის ფოტოებს აერთიანებს და მთელი მსოფლიოს განსხვავებულ სახეს გვაჩვენებს. 2023-ის კონკურსში ისრაელში დაბადებულმა ფოტოგრაფმა, ორ ადარმა გაიმარჯვა — სტრატეგიულად განლაგებული საპროტესტო ბანერები და ხალხის დიდი მასა მომხიბვლელ კომპოზიციას ქმნის.

გამარჯვებულები ასევე დასახელდნენ ცხრა კატეგორიაში, რომლებიც მოიცავს ყველაფერს ბუნებისა და ველური ბუნების ფოტოგრაფიიდან დაწყებული, სპორტით დასრულებული. მაგალითად, ხალხის კატეგორიაში ფოტოგრაფმა საიმონ ჰეზერმა გაიმარჯვა, რადგან სანაპიროზე ჩვეულებრივი დღე ხელოვნების ნიმუშად აქცია.

5 გზა საუკეთესო თანამშრომლების მოსაფრთხილებლად

დარეგისტრირდი – 500 Georgia-ს მეექვსე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო