in

ნახეთ: დრონების რეკორდული რაოდენობით შექმნილი სინათლის შოუ!

რეკორდი ღონისძიებაზე, სახელწოდებით, “Genesis of Genesis” დამყარდა

უფრო და უფრო მეტ ღონისძიებაზე იყენებენ დრონებს, რომლებიც სინათლის დახმარებით სხვადასხვა გამოსახულებას ქმნიან და ღამის ცას ანათებენ. ასეთი შოუები ამბიციურ სახესაც იღებს – ბოლოდროინდელი მონაცემების მიხედვით, შანხაიმ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, გამოყენებული დრონების რაოდენობის თვალსაზრისით. 

რეკორდი ღონისძიებაზე, სახელწოდებით, “Genesis of Genesis” დამყარდა, როდესაც Genesis-ის ემბლემის გამოსახვის მიზნით, 3 281 დრონი შეიკრიბა. როგორც იცით, Genesis Motor-ის მშობელი კომპანიაა Hyundai, რომელიც არ საუბრობს იმის შესახებ, თუ ვინ დგას მისი რეკორდული სანახაობის მიღმა… 

გარდა ამისა, უკვე კომპანიების მზარდი რაოდენობა ქმნის დრონების შოუებს, მათ შორის Intel და Celestial. პირველმა მათგანმა ცოტა ხნის წინ დუბლინში 500 დრონი გამოიყენა, წმინდა პატრიკის დღეს ცის გასანათებლად. გასულ წელს კი, კომპანია Walmart-თან, განსაცვიფრებელი შოუს შესაქმნელად თანამშრომლობდა, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 1000 დრონი იქნა გამოყენებული. 

Celestial-მა კი ამავე სექტორში ახალი წლის შოუთი გაითქვა სახელი, რომელზეც შოტლანდიის მრავალი ღირსშესანიშნაობა სწორედ დრონებისა და სინათლის მეშვეობით იქნა წარმოდგენილი.

„ბილაინის“ მაღაზიებში თვითმომსახურების თანამედროვე ტერმინალები დამონტაჟდა

10 რჩევა, რომელიც ეფექტურად ვარჯიშში დაგეხმარებათ