in

ჩინეთმა დრონების შოუს გინესის რეკორდი მოხსნა! — ვიდეოში 10 000-ზე მეტ დრონს ნახავთ

veon
veon

პირველი ოქტომბერი ჩინეთში ეროვნული დღესასწაულია, რა დროსაც სახალხო რესპუბლიკად გამოცხადებას ზეიმობენ, წელს კი ამ ამბის აღნიშვნა შენჭენის ქალაქმა საოცარი სანახაობით გადაწყვიტა — რეკორდული რაოდენობის 10 197 დრონი გაუშვა და გვაჩვენა, რამდენად განვითარდა ახალი ტექნოლოგია. 

აღსანიშნავია, რომ შენჭენის ქალაქი მრავალი დრონის მწარმოებლის სახლია, რომელთა შორისაც DJI-საც ვხვდებით. ასე რომ, ქალაქი მსგავს სანახაობებს მოკლებული არ გახლავთ, მაგრამ ცოტა ხნის წინ Guinness World Records-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო გვაჩვენებს, როგორ მოხსნეს ჩინელებმა ძველი რეკორდი. 

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ნახავთ 7598 დრონისგან შექმნილ გუნდს, რომელიც ერთი კომპიუტერით კონტროლდება და სამგანზომილებიან საჰაერო სურათებს მრავალ ფერში ქმნის. აღსანიშნავია, რომ აქ წინა რეკორდზე მეტი დრონი გამოიყენეს, თუმცა შედეგი ერთ თვეზე ნაკლები ხნით შეინარჩუნეს. ოღონდ აქ ერთი თვე დიდი დროა…

ხოლო ახალი რეკორდული შოუ 10 000-ზე მეტი დრონით, ფრინველების გამოსახულებით, დრაკონითა და სხვა საინტერესო ფიგურებით ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ:

შესაძლოა, დრონების კოორდინირებული მოძრაობა ცოტა ნელი მოგეჩვენოთ, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ 10 000-ზე მეტი საჰაერო პიქსელი ცაზე დიდი ეკრანის ყურების გამოცდილებას ქმნის. თანაც დრონების ჩართვა-გამორთვით რჩება შთაბეჭდილება, რომ, თითქოს, სტატიკურ პიქსელებს ვუყურებთ…

თუმცა რეკორდული შოუ ჩინეთისგან გასაკვირი სულაც არ არის —1200 წლის წინ ფეიერვერკებიც ჩინელებმა გამოიგონეს, ბოლო ათწლეულია ქვეყანა მულტიკოპტერული კამერების, ანუ დრონების ინდუსტრიაში დომინირებს და ამასთან, დრონის ყველაზე დიდი საწარმოების სახლიცაა დედამიწაზე.

ამის პატრონმა რა ქნას? – Playmakers-ის ნამუშევარი

homeis-ის შეკრება შედგა – ალდაგი ღონისძიების მხარდამჭერია