in

დრონებს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებისთვის იყენებენ!

Zipline-ის მიწოდების სერვისი აშშ-ში წლის ბოლომდე ამოქმედდება

veon
veon

ეს მართლაც საშიში დროა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის… მათ ხშირად სჭირდებათ საავადმყოფოებში ვიზიტი, სამკურნალოდ თუ მედიკამენტების რეცეპტების მისაღებად. პანდემიის პერიოდში კი, ეს სარისკო ქმედებად იქცა – კლინიკაში ვიზიტი დაინფიცირების შანსს ზრდის.

აფრიკაში სწორედ ამ რისკის პრევენციასაც ემსახურება ამერიკული კომპანია Zipline-ის ქმედება, რომელიც ადგილობრივი კლინიკებისთვის სამედიცინო პროდუქციის დრონებით მიწოდებას გულისხმობს. ამას კომპანია 2016 წლიდან აკეთებს, რუანდის საავადმყოფოებისთვის, თუმცა მისი დანიშნულება კიდევ უფრო იზრდება.

როგორც ჩანს, კომპანიამ გადაწყვიტა, აფრიკაში Covid-19-ის ვაქცინების მიწოდებაც მსგავსი პრინციპით დაიწყოს. ვაქცინები და საცდელი კომპლექტები Zipline-ის ინვენტარს პირველივე შესაძლებლობების შემდეგ დაემატება.

ასევე, როგორც კომპანია აცხადებს, ადგილობრივი კლინიკებისთვის სამედიცინო მასალების მიწოდება საავადმყოფოს საწოლებს კორონავირუსით დაინფიცირებულებისთვის გამოათავისუფლებს – ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე ადამიანები სახლთან ახლოს შეძლებენ დახმარების მიღებას, როგორიცაა, მაგალითად გადასხმა.

Zipline-ის თანადამფუძნებლის თქმით, გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლიდერები უკვე ესტუმრნენ კომპანიის აფრიკის სადისტრიბუციო ცენტრებს, რათა დაენახათ, როგორ შეიძლება ამ ტექნოლოგიის ამერიკის შეერთებული შტატებში ამუშავებაც. ყველაფერი გეგმის მიხედვით თუ ჩაივლის, აშშ-ში  “ზიპლაინის” მომსახურებას წლის ბოლომდე მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ზიპლაინი ერთ წელზე მეტია, ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს, რათა მისი დრონები სერტიფიცირებული იყოს აშშ-ს კომერციულ საჰაერო სივრცეში ფრენისთვის. კომპანიას უკვე აქვს ორი სადისტრიბუციო ცენტრი კალიფორნიაში, რომელსაც საცდელ ობიექტებად იყენებს და მათ დაუყოვნებლივ შეუძლიათ მიწოდების სერვისის დაწყება მას შემდეგ რაც, დრონები სერტიფიკატს მიიღებს.

NASA-ს შვეულმფრენმა მარსზე ისტორიული ფრენა განახორციელა!

მადლიერების კულტურა – რა მოსწონთ და რა აღიზიანებთ თანამშრომლებს მენეჯერების ქცევაში?