ბერკლის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს დრონი, რომელსაც ჰაერში ფორმის შეცვლა შეუძლია. ეს ყველაფერი ე. წ. “უმოქმედო მარყუჟების” დამსახურებაა. მარყუჟების გადასაადგილებლად მხოლოდ გრავიტაცია ან საპირისპირო ბიძგია საჭირო, რაც დრონს საშუალებას აძლევს, ადვილად მოკეცოს “ფრთები”. თანაც, საფრენი მოწყობილობა ყოველგვარი ელემენტის ენერგიის გარეშე ინარჩუნებს სტაბილურ ფრენას.

გარდა ამისა, მარყუჟების მეშვეობით, დრონს შეუძლია, ადვილად გაიაროს ვიწრო სივრცეში ან მოკეცილი ფრთები საგნების ჩასავლებად გამოიყენოს. დიდი ალბათობით, დრონის ასეთი გაუმჯობესება სხვა კვადროპტერებს დაეხმარება, უფრო მრავალმხრივი გახდეს, რადგან მათთვის რთულია გარკვეული ამოცანების შესრულება.













