7
Mar
2016

მფრინავმა დრონმა “McLaren 650s”-ს გაუსწრო.

7 Mar 2016

Elit Electronics


პირველი დრონების ჩემპიონატის “World Drone Prix 2016“-ის ორგანიზატორებმა დუბაიში დრონის და დუბაის პოლიციის 4 მილიონად შეფასებული ავტომობილის “McLaren 650s”-ის შეჯიბრება მოაწყვეს.

შეჯიბრების დროს გადაღებული ვიდეორგოლი “WDP – 2016”-ის რეკლამის სახითაა წარმოდგენილი. ავტომობილის და დრონის მარშრუტი ცოტა განსხვავებული იყო. დრონმა, რომელსაც პატარა ბავშვი მართავდა, მოძრაობა ცათამბრჯენიდან ბურჯ-ჰალიფადან დაიწყო, ხოლო “McLaren 650s”-მა მოძრაობა გზიდან დაიწყო. შეჯიბრის გამარჯვებული დრონი გახდა.

რაც შეეხება თვითონ ჩემპიონატს, ის 11-12 მარტს დუბაიში გაიმართება და მასში 100-მდე ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეები დრონების სიძლიერის მიხედვით შეირჩა და ყველა თავის მსგავს დრონს შეეჯიბრება. შეჯიბრების საპრიზო ფონდი 1 000 000 დოლარია. პირველ ადგილზე გასული 250 000 დოლარს მიიღებს.

განხილვა