in

ახალგაზრდულ Eurobest 2022-ზე ქართულმა გუნდმა ბრინჯაო მოიპოვა!

დიდი ამბებია! Eurobest 2022-ის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატში ქართულმა გუნმა თავისი სიტყვა თქვა. ბრინჯაოს ჯილდო საქართველოსია! გამარჯვება დავით კილაძისა და ნუცა ტოგონიძის გუნდმა მოიპოვა, სააგენტო JWT Metro-დან. ბრიფის მიხედვით, გუნდებს უნდა შეექმნათ ინტეგრირებული კამპანია უკრაინულ სიტყვა Volia-ს პოპულარიზაციისთვის. დავალების შესასრულებლად, მათ ორი დღე ჰქონდათ.

როგორი იყო Eurobest 2022-ის ახალგაზრდული გუნდების დავალება და როგორ მივიდნენ მის გადაწყვეტამდე, დავით კილაძემ გვიამბო:

„უკრაინული ცხოვრების სტილს ეწოდება Volia. ჩვენი დავალება იყო, ერთი მხრივ, ამ წესის, მეორე მხრივ კი, თავად სიტყვის პოპულარიზაციისთვის კამპანია შეგვექმნა. ამ კამპანიის დახმარებით სიტყვა Volia ისეთი ცნობილი უნდა გამხდარიყო, რომ Oxford Dictionary-ის წლის სიტყვად ეღიარებინათ.

პირველ რიგში, საფუძვლიანად მოვიძიეთ, ზუსტად რას ნიშნავს სიტყვა Volia. აღმოვაჩინეთ, რომ სიტყვებზე მეტად, Volia ქმედებებით უფრო გამოიხატება. ამიტომ, შევქმენით სპეციალური ჯილდო Drop of VOLIA, რომელიც მოიცავს უკრაინელი ადამიანის ერთ წვეთ სისხლს, იმის გამო, რომ მათ სისხლში აქვთ Volia. ეს ჯილდო განკუთვნილია ღირსეული ქმედებისთვის, მაგალითად, როგორიც ჩაიდინეს ირანელმა ფეხბურთელებმა, როდესაც ჰიმნი არ იმღერეს. Drop of Volia განკუთვნილია ისეთი გამბედავი ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც Volia-ს გამოხატავს.

ჩვენთვის ეს გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს. პირადად ჩემთვის, ეს ამ ტიპის პირველი ჯილდოა და განსაკუთრებულად მიხარია.“

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ზოგჯერ მარკეტინგში თვალყურის დევნება ყურადღებას არ ნიშნავს

Setanta Sports – პლატფორმა სპორტის გულშემატკივრების მრავალმხრივი ინტერესებისთვის