in

Dropbox-მა ბრენდის ახალი იდენტობა ვებგვერდით წარადგინა

Dropbox-ში სიახლეებია — ახალი ბრენდის იდენტობით ვებგვერდს უშვებენ და მას დიზაინერებისთვის, პარტნიორებისა და შიდა გუნდების ციფრულ სივრცედ გვაცნობენ. ფოკუსი სიცხადესა და შემოქმედებითობაზეა. პლატფორმა ერთ სივრცეში გვთავაზობს ყველაფერს, დაწყებული ფერთა პალიტრითა და ტიპოგრაფიით, დამთავრებული იკონოგრაფიითა და ტონით, რითაც უზრუნველყოფს იმას, რომ Dropbox-მა თავისი განსხვავებული ვიზუალური ენა ნებისმიერ შეხების წერტილში ასახოს. 

BOG
BOG

უბრალო სახელმძღვანელო წესების გარდა, ვებგვერდი შემოქმედებით პროცესსაც აღნიშნავს, რომელიც Dropbox-ის განვითარებადი ესთეტიკის მიღმა გვხვდება. დიზაინერთა გუნდს სურდა, იგი უფრო მეტი ყოფილიყო, ვიდრე უბრალო წესები — ფაილების გაზიარების პიონერი ბრენდია პრაქტიკული ხელსაწყოებით ყველასთვის, ვისაც სურს, ვიზუალურ მხარეზე გაამახვილოს ყურადღება.

მომხმარებელთა ჩართულობა რომ უზრუნველყონ, ვებგვერდში ისეთი ინტერაქციული ხელსაწყოებია ინტეგრირებული, როგორიცაა, მაგალითად Variable Type Explorer — მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში Dropbox-ის შრიფტებზე ჩაატარონ ექსპერიმენტები. კიდევ ერთი ასეთი ფუნქცია Icon Slot Machine გახლავთ, რაც უკვე ბრენდის სიმბოლოების სისტემის მოქნილობაზე აკეთებს აქცენტს და ვებგვერდის სტუმრებს მის ადაპტაციურ ბუნებას აზიარებს. 

დაბოლოს, ერთსაც გეტყვით, Daybreak Studio-სთან თანამშრომლობის შედეგად, ვებგვერდი Rive და Webflow-ის ტექნოლოგიებს იყენებს, რათა Dropbox-ის ვიზუალური ამბავიც მოგვიყვეს. დანარჩენი კი თავად შეაფასეთ:

თიბისი კამპუსში თანამედროვე პროფესიის შემსწავლელი კურსები უკვე 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა

Samsung Galaxy S25 სერიის სმარტფონები ელიტში