in

Drops Wellness — „პირველი ინტრავენური თერაპიის ცენტრი ამიერკავკასიაში“

*სტატიაში მოცემული ინფორმაცია კომპანია Drops Wellness-ის წარმომადგენლებს ეკუთვნით და მას უცვლელად გიზიარებთ.

ინტრავენური თერაპია მსოფლიოში აპრობირებულ და პოპულარულ მეთოდს წარმოადგენს ორგანიზმში სხვადასხვა პრეპარატის შესაყვანად. მისი მთავარი ამოცანა მინერალების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დეფიციტის შევსებაა. ამავდროულად, ზრუნავს დეტოქსსა და ორგანიზმის რეგენერაციაზე — უშუალოდ ინტრავენური მეთოდი კი ამ ნივთიერებების სწრაფად ასათვისებლად გამოიყენება. 

Drops Wellness ინტრავენური თერაპიის ერთადერთი კლინიკაა ამიერკავკასიაში. აქ ინტრავენურ ტექნიკას იყენებენ ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინების, ნივთიერებების მისაწოდებლად. დღეისათვის კი Drops Wellness 20-მდე სახეობის კოქტეილს გვთავაზობს — ისინი მოიცავს ენერგიის აღდგენას, ორგანიზმის გაჯანსაღებას, დეტოქსს, თმის ცვენის შეჩერებას და ნაბახუსევის გადასხმას.

Drops Welness-ის თანადამფუძნებელი ნატალი მჭედლიშვილი აღნიშნავს: „თითოეული კოქტეილი, რომელსაც კლინიკაში ვიყენებთ, კვლევებზე დაყრდნობით იქმნება და სრულიად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის. ერთადერთი, რაც მათ ჩვეულებრივი ორალური პრეპარატებისგან გამოარჩევს, ეფექტურობაა — შეწოვადობის თვალსაზრისით, ინტრავენური ტექნიკა უმჯობესია. უფრო კონკრეტულად, გადასხმისას, ბიოშეღწევადობა ასპროცენტიან შედეგს იძლევა, ხოლო მომნელებელ სისტემაში ვიტამინის მოხვედრის შემდეგ ეს მაჩვენებელი 20-30%-მდე იკლებს“.

ეფექტურობასთან ერთად, კლინიკაში გათვალისწინებულია უსაფრთხოების საკითხიც. პირველ რიგში, ეს სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს, სადაც პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური ექიმები მუშაობენ. „ინტრავენური თერაპიის შემთხვევაში ასაკობრივი შეზღუდვა 18 წლამდეა, ზედა ზღვარი კი არ გააჩნია. კონკრეტული კოქტეილი პაციენტზე მორგებულად მას შემდეგ შეირჩევა, რაც ჩვენი თერაპევტები შესაბამის შემოწმებას ჩაატარებენ — როგორც საჭიროებების კუთხით, თუ რა მინერალები ან ვიტამინები აკლია ორგანიზმს, ისე ალერგიულობის თვალსაზრისით. რეალურად, გადასხმას წინ უძღვის ექიმთან კონსულტაცია, ანალიზების ჩატარება და ინდივიდუალური დანიშნულების გაწერა — ცხადია, ამ ყველაფერს ჩვენივე კლინიკაში აკეთებენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, პროფესიონალი ექიმები. შესაბამისად, მაქსიმალური კომფორტია შექმნილი იმისთვის, რომ მომხმარებელმა ერთ სივრცეში მიიღოს სასურველი თუ საჭირო მომსახურება“,განმარტავს Drops Welness-ის თანადამფუძნებელი სოფა გოგიბერიძე.

რაც შეეხება უშუალოდ კოქტეილებს, რომლებსაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს, თითოეული მათგანი განსხვავებულ საჭიროებებს ეხება. მათ შორის ზოგიერთს მომენტალური შედეგი აქვს — მაგალითად, ნაბახუსევისა და მოწამვლის გადასხმას… ზოგიერთი კი კურსის ჩატარების შემთხვევაში უფრო ეფექტურია, რაც სამიდან ხუთამდე გადასხმას მოიაზრებს.

„მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინტრავენური თერაპიის სხვადასხვა ცენტრში კოქტეილების შემადგენლობა და დასახელებაც ან აბსოლუტურად იდენტურია, ანდაც ძალიან მსგავსი: ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. ჩვენ კი ვეცადეთ, მაქსიმალურად მოგვერგო ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზე — დავამატეთ რამდენიმე ახალი კოქტეილი, რაშიც პროფესიონალი ექიმები იყვნენ ჩართულნი. ზოგადად, ეს აპრობირებული პრაქტიკაა“,ამბობენ სოფა და ნატალი.

ყველაზე მოთხოვნადი კოქტეილები საქართველოში:

ცხოვრების დღევანდელი სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, ბევრი ჩვენგანისთვის ნაცნობია გადაღლა, გადაწვა და ამ ყველაფრისგან გამოწვეული სტრესი. ცხადია, ამ სტრესისგან თავის დასაღწევად არაერთ ეფექტურ გზას ვეძებთ, რათა განტვირთვასთან ერთად, პროდუქტიულობის შენარჩუნება და ერთგვარ ტონუსში ყოფნაც მოვახერხოთ. სხვა სიტყვებით, გვჭირდება გზები, რათა ბალანსი დავიცვათ მუშაობასა და დასვენებას შორის — თანაც ისე, ერთს ან მეორეს არაფერი რომ არ დააკლდეს.

ამის საპასუხოდ, Drops Wellness-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ინტრავენური თერაპია და, კერძოდ, მათი კოქტეილები იდეალური გამოსავალია. მათი თქმით, სტრესულ და დამღლელ ყოველდღიურობას ეფექტურად უმკლავდებიან შესაბამისი კოქტეილების ინტრავენური თერაპიით მოხმარებით; მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული მათგანი სწორედ ქართულ რეალობასა და საჭიროებებზეა მორგებული:

1. ენერგიის აღსადგენად განკუთვნილი კოქტეილი Energy Plus მოიცავს B ჯგუფის ვიტამინებს. Drops Wellness მის გამოყენებას ურჩევს მათ, ვინც თავს გამოფიტულად და უენერგიოდ გრძნობს, რადგან კოქტეილი ორგანიზმს იმ საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, რომლებიც ენერგიისა და მახსოვრობის გასაუმჯობესებლადაა საჭირო. ამავდროულად, ეფექტურად უმკლავდება გადაღლილობის გრძნობის მოხსნას, სისუსტის აღმოფხვრას თუ დაბალი პროდუქტიულობის ენერგიულობით ჩანაცვლებას.

2. მეორე კოქტეილი, რომელიც ქართველ მომხმარებლებს შორის ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა, არის Detox. Drops Wellness-ის წარმომადგენლების თქმით ეს კოქტეილი აახალგაზრდავებს და წმენდს ორგანიზმს, აქრობს ანთებით კერებს; ააქტიურებს უჯრედულ რესპირაციას, აუმჯობესებს ორგანოთა ფუნქციას, წმენდს და კვებავს ორგანიზმს.

შედეგად, მიიღება გაუმჯობესებული ალერგიული ფონი, დაკლებული კილოგრამები, გაჯანსაღებული ღვიძლი, დაბალანსებული ჰორმონები და გლუვი კანი. ამავდროულად, „დეტოქსი“ დადებითად მოქმედებს ენერგიის მატებასა და იმუნურ სისტემაზე.

3. FAT BURNER — ეს არის კოქტეილი, რომელიც ააქტიურებს მეტაბოლიზმს და აჩქარებს ცხიმების წვას. უფრო კონკრეტულად, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ორგანიზმს ჭარბი კალორიებისგან ათავისუფლებს, წმენდს და აჯანსაღებს ორგანიზმს.

4. Brain Tonic — „გონებრივი სიფხიზლე, კონცენტრაცია და მეხსიერება“ — ეს ის სიტყვებია, რომელთაც Drops Wellness-ში ამ კოქტეილის დასახასიათებლად იყენებენ. მათი თქმით, ის ფოკუსირებასთან დაკავშირებულ სირთულეებს აგვარებს და ხსნის ერთგვარ ბურუსში ყოფნის განცდას. აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციას, კონცენტრაციას კვებავს ტვინს, ადამიანს მატებს სიფხიზლეს და ზრდის ზოგად ენერგიულ ფონს.

5. დაბოლოს, Anti-Stress — კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს კოქტეილი ანელებს შფოთვას, კურნავს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციასა და ძილს. მის გამოყენებას ურჩევენ ყველას, ვისაც გრძელი სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვა სჭირდება.

როგორც ნატალი და სოფა აღნიშნავენ, ამ სფეროსთან ორივეს მჭიდრო კავშირი აქვს. „დიდი ხნის მეგობრები ვართ, სოფას ოჯახი კოსმეტოლოგიურ კლინიკას ფლობს საზღვარგარეთ და მსგავსი ტიპის მომსახურებასაც უზრუნველყოფენ. მე კი ამერიკაში სწავლისას გავეცანი ინტრავენური თერაპიის გამოყენების პრაქტიკას, თუმცა ძალიან მაღალი საფასო ღირებულება აქვს. ჩვენ კი გვსურდა, საქართველოს რეალობაშიც ხელმისაწვდომი გაგვეხადა აღნიშნული სერვისი“, — გვიყვება ნატალი.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კი გვიზიარებენ, რომ მეტი ფილიალის გახსნას გეგმავენ როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში. ამავდროულად, მალე დაემატება გამოძახების სერვისი, რათა მომხმარებლებმა სასურველი გადასხმა საკუთარ სახლში მარტივად მიიღონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ კლინიკაში დანერგილია მრავალი სარეაბილიტაციო და ესთეტიკური პროცედურა:

  • ფიზიოთერაპია
  • ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია
  • სახის სპა პროცედურები
  • აპარატული კოსმეტოლოგია
  • ინტრავენური პროცედურები
  • სხეულის შეფუთვები

*გამოყენების წინ აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს!

[R]

აი, როგორ მუშაობს PR მენეჯერი

BTU-სა და IT Academy STEP-ის პარტნიორობით, ADOBE-ის მსოფლიო ჩემპიონატის რეგიონული კონკურსი გაიმართა