ყოველ დეკემბერს კომპანიები ერთსა და იმავე თავსატეხს ეჯახებიან – როგორ შეაგროვონ ზუსტი მისამართები ათეულობით ადრესატისგან. იქნება ეს კორპორაციული პარტნიორების, ტოპ მომხმარებლებისთვის, თუ თანამშრომლებისთვის განკუთვნილი საჩუქრები, პროცესი თითქმის ყოველთვის ერთნაირია:
- გრძელი ცხრილები
- გასარკვევი მისამართები
- დაუსრულებელი ზარები
- დაგვიანებული მიწოდებები
QuickShipper-ის ახალი ფუნქციონალი DropThePin ამ ყველაფერს ცვლის.
DropThePin: გზამკვლევი ზუსტი მისამართების მისაღებად
DropThePin ინოვაციურ გადაწყვეტას გთავაზობთ – მისამართების დევნის ნაცვლად, კომპანიები თითოეულ მიმღებს პერსონალიზებულ შეტყობინებას უგზავნიან ბმულით, რომელზეც ადრესატი თავად ირჩევს მისამართს.
პროცესი ძალიან მარტივია:
- შეიყვანთ ადრესატების ნომრებს
- თითოეული მიმღები იღებს პერსონალურ შეტყობინებას
- ისინი რუკაზე მონიშნავენ ზუსტ მდებარეობას
- თქვენ ხედავთ ყველა განახლებულ მისამართს
- საჩუქრის მისამართზე გასაგზავნად ირჩევთ სასურველ კურიერს
რატომ იყენებენ კომპანიები DropThePin-ს
კომპანიებისთვის, რომლებიც აგზავნიან კორპორატიულ საჩუქრებს, DropThePin აუქმებს ყველა იმ ოპერაციულ ბარიერს, რომელიც პროცესს ყოველ წელს ართულებს.
- ზოგავს საათებს კომუნიკაციაზე
- აქრობს არასწორ ან არასრულ მისამართებს
- ამცირებს დაბრუნებულ ამანათებს და ზედმეტ ხარჯებს
ინტერფეისი მარტივია, ამიტომ მომხმარებლებს ტექნიკური ცოდნა არ სჭირდებათ.
საუკეთესო დრო დასატესტად
წლის ბოლოსთან ერთად იზრდება კორპორატიული საჩუქრების დატვირთვაც – შესაბამისად, ბევრ გუნდს სჭირდება უფრო ჭკვიანი და გამარტივებული პროცესი.
გინდათ ნახოთ, როგორ მუშაობს?
ცადე DropThePin და ჩააბარე წარსულს ქაოსური „ექსელები“, დაუსრულებელი ზარები მისამართების გასარკვევად და მაინც არასწორ მისამართებზე გაგზავნილი საჩუქრები.
გსურს QuickShipper-ის გუნდის დახმარება? ჩანიშნე შეხვედრა ამ ბმულის დახმარებით.
თუ შენით გირჩევნია ცადო DropThePin, გადადი ბმულზე.
[R]










