ოდესმე დაგიშვიათ შეცდომა, რომლის გამოსწორებაც გსურთ? წარსული შეცდომების გამოსწორება ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც დროში მოგზაურობის კონცეფცია ასე მომხიბვლელად გვეჩვენება. სამეცნიერო ფანტასტიკის ნარატივი კი ამ იდეას კიდევ უფრო აქტიურად ნერგავს საზოგადოებაში… თუმცა საინტერესოა, რამდენად ვრცელდება ეს წარმოდგენები რეალობაზე?
ალბერტ აინშტაინის თეორია დროსა და სივრცეს ერთ ერთეულში აერთიანებს — „სივრცე-დრო“. ეს თეორია ექსპერიმენტულად დადასტურდა უკიდურესად მაღალი სიზუსტით. ამიტომ, ფიზიკოსები საკმაოდ დარწმუნებულნი არიან, რომ ის ჩვენი სამყაროს მიზეზობრივი სტრუქტურის ზუსტ აღწერას უზრუნველყოფს.
ათწლეულების განმავლობაში ფიზიკოსები ცდილობდნენ, ფარდობითობის ზოგადი თეორია იმის გასარკვევად გამოეყენებინათ, შესაძლებელია თუ არა დროში მოგზაურობა. გამოდის, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ განტოლებები, რომლებიც დროში მოგზაურობას აღწერს და სრულად თავსებადია ფარდობითობის თეორიასთან. თუმცა ფიზიკა მათემატიკა არ არის და განტოლებები უაზროა, თუ რეალობას არ შეესაბამება.
არსებობს ორი ძირითადი პრობლემა, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ეს განტოლებები შეიძლება არ იყოს რეალისტური. პირველი პრობლემა პრაქტიკულია: როგორც ჩანს, დროის მანქანის შესაქმნელად საჭიროა ეგზოტიკური, ანუ უარყოფითი ენერგიის მქონე მატერია. ყველა მატერიას, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავთ, დადებითი ენერგია აქვს. კვანტური მექანიკიდან ვიცით, რომ უარყოფითი ენერგიის მატერიის შექმნა თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით და ძალიან მოკლე დროით.

გარდა ამისა, შესაძლოა, მეცნიერებმა სხვა განტოლებებსაც მიაკვლიონ, რომლებიც დროში მოგზაურობას ეგზოტიკური მატერიის გამოყენების გარეშე გახდის შესაძლებელს. ამიტომ, ამ პრობლემას ჩვენი ამჟამინდელი ტექნოლოგიის შეზღუდვად ან კვანტური მექანიკის გაგებად აღიქვამენ.
მეორე მთავარი საკითხი ნაკლებ პრაქტიკული, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია. ეს არის დაკვირვება, რომ დროში მოგზაურობა არაინტუიციურად გამოიყურება პარადოქსის სახით. ასეთი პარადოქსების რამდენიმე ტიპი არსებობს, მაგრამ ყველაზე პრობლემურია კონსისტენციის პარადოქსები…
მუდმივობის პარადოქსები ჩნდება ყოველთვის, როდესაც გარკვეული მოვლენები წარსულის შეცვლას იწვევს. მაგალითად, წარმოიდგინეთ სცენარი, რომელშიც შედიხართ დროის მანქანაში, ბრუნდებით 5 წუთით უკან და ანადგურებთ მანქანას. რა ხდება ამ დროს? მომავალში კვლავ განაგრძობს ის არსებობას თუ იცვლება ეს აწმყო?











