in

დროში მოგზაურობის სიმულაციამ შეიძლება ბევრი საკითხი გადაჭრას — ექსპერიმენტი

ჩვენთვის დროის სვლა ჩვეულებრივი ამბავი შეიძლება იყოს, რომელსაც ვიცით, რომ ვერც ვერაფერს მოვუხერხებთ. თუმცა თეორიული კვანტური ფიზიკოსებისთვის დრო მეტად მოქნილი ცნებაა — შესაძლებელია თეორიულად მოდელირება, სიმულაცია და დაკვირვება დროის უკან სვლაზე იმ გზებით, რომლებიც რეალური სამყაროსთვის წარმოუდგენლად აღიქმება. მეტიც, ახლა უკვე მეცნიერებმა აჩვენეს, რომ დროში მოგზაურობის სიმულაციით ისეთი ფიზიკური პრობლემების გადაჭრა შეგვიძლია, რომლებსაც ჩვეულებრივი ფიზიკის შემთხვევაში ვერ მოვახერხებდით…

M2
M2

კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიკოს დავიდ არვიდსონ-შუკურის გუნდმა ექსპერიმენტი ჩაატარა. აქ გამოყენებული ე. წ. დროის მარყუჟები, რა თქმა უნდა, ჰიპოთეტურია, მაგრამ მათი სიმულაცია ჩახლართული ნაწილაკებით შექმნილი კვანტური ტელეპორტაციის წრედებითაა შესაძლებელი, რათა პრობლემები მათემატიკურად გადაიჭრას.

წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცისთვის საჩუქრის გაგზავნა გინდათ, იგი პირველ დღეს უნდა გაგზავნოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ მესამე დღისთვის ადრესატამდე მივა. თუმცა თუ მეგობრის სურვილების სიას მეორე დღეს მიიღებთ, იმ სცენარში, რომელიც ქრონოლოგიას სცემს პატივს, წინასწარ არ გეცოდინებათ, რა საჩუქარი გაგზავნოთ. ახლა კი წარმოიდგინეთ, თითქოს გზავნილის შეცვლა მეორე დღეს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეგიძლიათ. ჩვენი სიმულაცია სწორედ ასეთ კვანტური ჩახლართულობის მანიპულაციას იყენებს, რათა აჩვენოს, როგორ შეგიძლიათ წინა ქმედებების რეტროაქტიულად შეცვლა სასურველი შედეგების მისაღებად“.

კვანტური ჩახლართულობა მდგომარეობაა, რომელშიც ორი ნაწილაკის თვისებები ერთმანეთს გაზომვამდე უკავშირდება. ისინი ურთიერთდამოკიდებულნი არიან, რაც არ უნდა შორს იყვნენ ერთმანეთისგან. ექსპერიმენტში კი მეცნიერებმა ერთი ნაწილაკის თვისებებზე გავლენა იქონიეს და მეორეში ცვლილებებსაც დააკვირდნენ, თანაც მნიშვნელოვან მანძილზე. აი, ამას უკვე კვანტური ტელეპორტაცია ეწოდება.

ექსპერიმენტი აერთიანებს ორ ნაწილაკს, პირველი გაიგზავნება, რათა კვლევისას გამოიყენონ. ხოლო ახალი ინფორმაციის მიღების შემდგომ, ექსპერიმენტატორი მანიპულირებს მეორე ნაწილაკზე, რათა ეფექტურად შეცვალოს პირველი ნაწილაკის წარსული მდგომარეობა, რაც თავისთავად ექსპერიმენტის შედეგსაც ცვლის, — განმარტავს ნიკოლ იონგერი, ფიზიკოსი.

თუმცა ეს ის არ არის, რაც ნებისმიერ ადამიანს საშუალებას მისცემს, დროში იმოგზაუროს და თავისი მტერი პარადოქსულად მოკლას. უფრო ალბათობის მდგომარეობას ეყრდნობა, რომელსაც პოსტსელექცია ეწოდება, რაც ზღუდავს ზომებს კონკრეტულ მოვლენებზე. დიახ, კვანტური თეორია უბრალოდ სიმულაციის საშუალებას იძლევა — ფიზიკოსთა გამოთვლების მიხედვით, დროის მარყუჟის წარმატებით გამოყენება მხოლოდ 25%-შია შესაძლებელი, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ ამის გამოცდა რეალურადაც შეიძლება. 

ექსპერიმენტის შესრულება ფართო მასშტაბზე ფოტონების დიდი რაოდენობის ჩახლართვითა და დროის სიმულაციების გამოყენებით შეიძლება. ის ფაქტი, რომ ექსპერიმენტისთვის ფილტრის გამოყენებაა საჭირო, ნამდვილად შვებისმომგვრელია, რადგან სამყარო ძალიან უცნაური იქნებოდა, დროში მოგზაურობის სიმულაცია ყოველ ჯერზე რომ მუშაობდეს. შედარებითი და ყველა თეორია, რომელსაც სამყაროს ჩვენეულ გაგებას ვაფუძნებთ, სისულელე აღმოჩნდებოდა… ჩვენ არ გთავაზობთ დროში მოგზაურობის მანქანას, არამედ კვანტური მექანიკის საფუძვლებში ჩასვლას. ეს სიმულაციები არ მოგცემთ საშუალებას, წარსულში დაბრუნდეთ და რაღაც შეცვალოთ, მაგრამ იგი მოგცემთ შესაძლებლობას, შექმნათ „უკეთესი ხვალ“ გუშინდელი პრობლემების დღეს მოგვარებით, — აცხადებენ მკვლევრები. 

როგორ ხედავენ დალტონიკები მაკდონალდსის საკვებს?

IT აკადემია STEP განათლების საერთაშორისო გამოფენაზე