Dsquared-მა ზამთრის კოლექციისთვის ქანთრი და ვესტერნი კვლავ აქტუალურ თემებად აქცია. ახალი ხაზის რეკლამირებისთვის შექმნილ ვიდეორგოლში მონაწილეობას, ცნობილი მოდელები, ქენდალ ჯენერი და ჯიჯი ჰადიდი იღებენ. ექსტრავაგანტულობით გამორჩეული Dsquared-ის კოლექციები საზოგადოებაში ყოველთვის დიდი მოწონებით სარგებლობს ხოლმე, გამონაკლისი არც ეს ნამუშევრები აღმოჩნდა.












