in

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში

ორმაგი ხარისხის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამას კავკასიის ბიზნესის სკოლა გრენობლის უმაღლეს სკოლასთან ერთად ახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ  პროგრამის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, ქვეყნიდან გაუსვლელად ევროპული განათლების მიღებაა – DualMBA.CSB.ge

პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა 18 თვეა, რომელიც 15 სამდღიან და 9 ხუთდღიანი მოდულს მოიცავს. დასასრულს კი აკადემიურ ხელმძღვანელთან ერთად მზადდება საბოლოო პროექტი. გრენობლის ბიზნეს სკოლის MBA პროგრამა უზრუნველყოფს საერთაშორისო პროფესორების მიერ სწავლებას თბილისსა და რიგი არჩევითი პროგრამების გავლას ყოველკვირეული, ინტენსიური სესიების სახით გრენობლში, საფრანგეთში.

coverპროგრამის შინაარსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს :

  • პროგრამის გაცნობითი სესია
  • საერთაშორისო გარემო (საერთაშორისო მაკროეკონომიკა, გეოპოლიტიკა)
  • ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი (მენეჯერული აღრიცხვა, საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვა, აუდიტი)
  • საერთაშორისო მენეჯმენტი (კულტურათაშორისი მენეჯმენტი, კულტურათაშორისი მოლაპარაკებები)
  • მდგრადობა და მენეჯმენტი (მდგრადობა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, რისკების მართვა)
  • გადაწყვეტილების მიღების ხერხები (მენეჯერული აღრიცხვა, რაოდენობრივი მეთოდები)
  • ორგანიზაციების მართვა (საერთაშორისო ადამიანის რესურსების მართვა, ორგანიზაციული ქცევა და ცვლილებების მართვა)
  • ბიზნეს სამართალი (სამართალმცოდნეობის და კორპორაციული მმართველობა,   სახელშეკრულებო სამართალი)
  • ტექნოლოგიების მენეჯმენტი (ინოვაციების მენეჯმენტი, ოპერაციების მენეჯმენტი)
  • საერთაშორისო მარკეტინგი
  • კორპორაციული ფინანსები
  • სტრატეგიული მენეჯმენტი,
  • სტრატეგიული საინფორმაციო სისტემები
  • ინტეგრირებული ქეისი.

პროგრამა გთავაზობთ შემდეგ სპეციალობებს :

  • ფინანსები
  • მარკეტინგი
  • ინოვაციების მართვა
  • პროექტის მენეჯმენტი
  • მენეჯმენტ კონსალტინგი
  • საერთაშორისო ბიზნესის განვითარება
  • ძვირადღირებული ბრენდის მენეჯმენტი
  • ლიდერობა

სწავლის მსურველთათვის სპეციალური მოთხოვნებია: მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება, ინგლისური ენის ცოდნა და ბაკალავრის ხარისხი.  სწავლის საფასური 13, 200 ევროს შეადგენს, რომლის გადახდაც შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ.

მარკეტერი გრენობლის ბიზნეს სკოლის MBA პროგრამის კურსდამთავრებულებს ესაუბრა, როგორც ამბობენ კურსის მთავარი უპირატესობა მოქნილი გრაფიკი, რეალური „ქეისების“ განხილვა და შეძენილი კონტაქტებია.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი (Petrocas Energy Group-ის ვიცე-პრეზიდენტი): „12 წელი ვმუშაობდი Thomson Reuters-ის კავკასიის ბიუროში. იმის მიუხედავად, რომ ძალიან სერიოზული, მულტინაციონალური კომპანიაა, პროფესიის შეცვლასა და ბიზნესის სფეროში საქმიანობის გაგრძელებაზე ვფიქრობდი. თუმცა, მინდოდა ამ მიმართულებით ჯერ ცოდნა მიმეღო. ჩემთვის მთავარი იყო, რომ MBA-ს ხარისხი „გამეკეთებინა“ პარალელურად, ანუ თან მემუშავა. ბევრი ძიების შემდეგ არჩევანი სწორედ გრენობლის ბიზნეს სკოლის MBA პროგრამაზე შევაჩერე, რადგან აქვს სამმაგი: ამერიკული, ინგლისური და ევროპული აკრედიტაცია. ამასთან, გაძლევს მნიშვნელოვან კონტაქტებს. პროგრამა 2008-2011 წლებში გავიარე. სწავლის პერიოდში ჩემთვის ახალ საგნებს გავეცანი. გარდა, ამისა, ჩემს ჯგუფში იყვნენ ბანკირები, მეწარმეები, ლექციებს მიკითხავდნენ უცხოელი ლექტორები, მათი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში, 2010 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა პრესსამსახურის უფროსად და სპიკერად მიმიწვია. დღეს კი Petrocas Energy Group-ის ვიცე – პრეზიდენტი ვარ. ამ ყველაფრის განმაპირობებელი ჩემი განათლება გახდა. აქ მიღებული განათლების გამო ბიზნესში კარგი პოზიციები დავიკავე“.

ნათია იონათამიშილი (საქართველოს ბანკის MSME და SOLO დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე): რაღაც მომენტში ჩავთვალე, რომ საჭირო იყო ჩემი ცოდნისა და გამოცდილების განახლება. რამდენიმე ევროპული სკოლიდან მქონდა მიღებული დასტური. მაშინაც საქართველოს ბანკში ვმუშაობდი. ზუსტად იმ პერიოდში მიიღეს SOLO-ს შექმნის გადაყვეტილება. მინდოდა, მეც ვყოფილიყავი ამ ყველაფრის მონაწილე. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ არჩევანი გრენობლის ბიზნეს სკოლის MBA პროგრამაზე შევაჩერე. დაახლოებით, 2 წელი გავიდა, რაც პროგრამა დავამთავრე და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჩემთვის პროგრამის სამმაგი აკრედიტაცია საერთაშიროსო დონის განათლების გარანტი იყო. აღსანიშნავია უცხოელი და ადგილობრივი პროფესორები. საინტერესო იყო მათგან მიღებული ცოდნა. არა მარტო იმ პროგრამისა და მასალებით მიღებული, რასაც თეორიულად გვასწავლიდნენ, არამედ ცოცხალი „ქეისებიც“. მათ გამოცდილებაზე საუბარი და კონკრეტული ცოცხალი შემთხვევბის განხილვა. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის შერჩეული კონტიგენტი, ამ შემთხვევაში ჩემი ჯგუფელები. საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებდით ერთმანეთს, ვარჩევდით ერთმანეთის „ქეისებს“. ეს აბსოლუტურად სხვა დონის, ძალიან ღირებული გამოცდილებაა. კონტაქტები, რომელიც სწავლის პერიოდში შევიძინე, ძალინ მნიშვნელოვანია დღესაც ჩემი საქმიანობისთვის. თანაც, სწავლის გრაფიკი იყო საკმაოდ მიმზიდველი და მოქნილი. ჯგუფში აბსოლუტური უმრავლესობა ვმუშაობდით, ლექციებიც შესაბამისად იყო განაწილებული. ამ პროგარმაზე სწავლამ ბერი რამ მომცა, რასაც იქამდე ვაკეთებდი, დამანახა, რომ იყო შემთხვევები, როცა სწორად ვიქცეოდი. თუმცა, ისიც დავინახე, რომ რიგ შემთხვევებში რა სახის გადაწყვეტილებები იქნებოდა უკეთესი. იმდენი ცოცხალი მაგალითი განვიხილეთ, იმდენი რამ ვისწავლეთ ამ პრაქტიკული განხილვისას, მარტივად შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს პარალელების გავლება და ჩვენს საქმიანობაში გამოყენება, ამ პარალელების მიხედვით გადაწყვეტილების მიღება“.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს : DualMBA.CSB.ge

GEM FEST წარმოგიდგენთ – Dixon @ Underwheel Club

5 დეკემბრიდან ახალი პროექტი “საბაგირო“ ხელოვანებს გააერთიანებს.