in

დუალმაინდი — კომპანია, რომელიც ახალ სიტყვას ამბობს სამედიცინო ტექნოლოგიებში

„დუალმაინდი“ — ასე ჰქვია კომპანიას, რომლის ძირითადი მიმართულებაა როგორც სამედიცინო აპარატების მიწოდება და სერვისი, ისე აუდიტი და ტრენინგი. ამასთან, ის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებულ კომპანიას წარმოადგენს, რენტგენო აპარატურებსა და მაიონებელი გამოსხივების მქონე პირობებში მუშაობის უფლებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული კომპანიის ისტორია 2015 წელს დაიწყო, როდესაც სტუდენტებმა, დიტო შერგელაშვილმა, მიხეილ კელენჯერიძემ და დავით მჭედლიძემ, გადაწყვიტეს, სწავლის პარალელურად ერთობლივი საქმე წამოეწყოთ. იქიდან გამომდინარე, რომ სამივეს ინტერესი და პროფესია სამედიცინო ინჟინერიას უკავშირდება, იდეაც სწორედ ამ მიმართულებით განახორციელეს.

„როგორც სტარტაპების შემთხვევაში ხდება, დუალმაინდის პირველადი სარეგისტრაციო მისამართიც ავტოფარეხი იყო. კომპანიამ თითქმის ნულოვანი ფინანსური ინვესტიციით შეძლო ბაზარზე თავის სრულფასოვნად დამკვიდრება და დღეისათვის ის 250-ზე მეტ კლინიკასა და ორგანიზაციას ემსახურება, მათ შორის სასწავლო დაწესებულებებს“, — აღნიშნავს დიტო შერგელაშვილი.

M: საინტერესოა, როგორ შეძელით ბაზარზე თავის დამკვიდრება? რა იყოს ხელისშემშლელი და პირიქით, ხელისშემწყობი ფაქტორები?

დიტო შერგელაშვილი: კომპანიის  დაარსების მომენტისათვის სწრაფად ვითარდებოდა ადგილობრივი ჯანდაცვის სფერო. ხდებოდა კლინიკების გადაიარაღება და სხვადასხვა სამედიცინო სერვისის დანერგვა. კომპანიის მთავარ გამოწვევას კი სპეციფიკური სფეროს დეტალებისა და ბაზრის მდგომარეობის შესწავლა წარმოადგენდა. ამასთან, ახალგაზრდა კომპანიისათვის რთულია ნდობის მოპოვება ისეთ საპასუხისმგებლო სფეროში რომელსაც მედიცინა ჰქვია.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ენთუზიაზმის და თავდაუზოგავი შრომით, კომპანიამ მრავალი წამატებული ნაბიჯი გადადგა. მთლიანობაში კი მომხმარებლებს ინოვაციური სერვისები შესთავაზა და მალევე მოიპოვა ნდობა და მხარდაჭერა.

M: კონკრეტულად რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებლებს?

კომპანია ახორციელებს სამედიცინო აპარატურის მიწოდებას, მონტაჟს, გეგმურ მომსახურებასა და სერვისს. ამჟამად ვემსახურებით 250-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, ვთანამშრომლობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საპროექტო სერვისების ოფისთან (UNOPS) და უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებთან სხვადასხვა სერვისისა და პროდუქციის მიწოდების მხრივ.

კომპანიის საინჟინრო ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მოწყობილობებით, სადაც მუშაობენ პროფესიონალი, გამოცდილი ბიოსამედიცინო ინჟინრები. საინჟინრო სამსახური გასცემს ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

M: თქვენი გადმოსახედიდან, რა უპირატესობები გაქვთ ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებთან შედარებით?

კონკურენტულ ბაზარზე დუალმაინდს გამოარჩევს მოქნილობა, ხარისხი, პროფესიონალური მიდგომა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ პირველად შესთავაზა მომხმარებლებს მოწყობილობების კომპონენტურ დონეზე შეკეთება. ასევე, გვაქვს სამედიცინო კომპონენტების 3D ბეჭდვის სერვისიც, რისი მეშვეობითაც დამკვეთი მნიშვნელოვნად ზოგავს დროსა და ფინანსებს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დუალმაინდი პროდუქციისა და სათადარიგო ნაწილების იმპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ახდენს. ჩართულია საერთაშორისო ვაჭრობის ქსელში, ეწევა პროდუქციის იმპორტსა და რეექსპორტს.

M: ბიზნესისა და მასშტაბის კუთხით განვითარების რა ეტაპზე იმყოფებით ახლა და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

კომპანიამ შეძლო და მოწინავე პოზიციები დაიკავა ისეთი სერვისების განვითარებაზე როგორიცაა ხელოვნური ვენტილაციის აპარატები — კორეული ბრენდის, MEK ICS-ის, ექსკლუზიური წარმომადგენლები ვართ, რომელთა აპარატებითაც დავაკომპლექტეთ არაერთი საავადმყოფო საქართველოში; ასევე, მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ზოგადად რენტგენოდანადგარების მიწოდების მხრივ, რომელზეც ვოპერირებთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მინიჭებული ლიცენზიით.

ჩვენს მიმდინარე გეგმებს წარმოადგენს მარაგებისა და პროდუქციის მოცულობის ზრდა, რისთვისაც კომპანიამ უკვე გადადგა ნაბიჯები სასაწყობე სივრცეების დამატებით. ასევე, ჩვენი მიზანია, სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ დარგში.

საგულისხმოა, რომ როგორც დიტო აღნიშნავს, კომპანია ყოველწლიურად, საშუალოდ, 80 ტონამდე სამედიცინო აპარატებისა თუ სახარჯი მასალების იმპორტს ახორციელებს, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო და საზღვაო მიმართულებებით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დუალმაინდის ერთ-ერთ მთავარ მიზანს მომსახურების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო გაზრდის მისი ოპერირების მასშტაბებს. ცხადია, ეს დადებითი შედეგების მომტანი იქნება როგორც უშუალოდ კომპანიისთვის, ისე ზოგადად ქვეყნისთვის — პრესტიჟისა და ცნობადობის თვალსაზრისით.

[R]

სილქნეტის MiFi — შენი ინტერნეტი ყველგან!

Amazon Books-ის ფანტასტიკური კამპანია წიგნების კითხვისკენ მოგვიწოდებს